კალინინგრადის საოლქო ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალინინგრადის საოლქო ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმი
54°42′49″ ჩ. გ. 20°31′06″ ა. გ. / 54.7137500° ჩ. გ. 20.5185222° ა. გ. / 54.7137500; 20.5185222
დაარსდა 7 აგვისტო, 1946
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა კალინინგრადი
ვიზიტორები 256 330[1]
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

კალინინგრადის საოლქო ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმი (რუს. Калининградский областной историко-художественный музей) — მუზეუმი კალინინგრადში. მუზეუმის მთავარი შენობა (ყოფილი შტადტჰალე, აგებულია 1912 წელს) მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქვედა ჭაობთან. მუზეუმს ასევე აქვს ფილიალები, როგორც თავად კალინინგრადში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი დაარსდა სამოქალაქო საქმეებში კალინინგრადის საოლქო სამმართველოს ბრძანებით 1946 წლის 7 აგვისტოს, როგორც ოლქის მხარეთმცოდნობის მუზეუმი. თავდაპირველად მუზეუმს არ ჰქონდა საკუთარი შენობა და განთავსებული იყო მცირე არათავსებად შენობაში. 1949 წლის აპრილში მუზეუმმა მიიღო შენობა ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე.

1968 წელს გაიხსნა მუზეუმის პირველი ფილიალი, კენიიგსბერგის ციხესიმაგრის ყოფილი სამეთაურო პუნქტი, რომელშიც გამოაცხადეს ქალაქის კაპიტულაცია. ეს ფილიალი ცნბილი იყო „ბლინდაჟის“ სახელით.

1969 წელს გაიხსა მეორე ფილიალი სამხედრო მუზეუმი - 43-ე არმიის სამეთაურო პუქნტი, რომელიც სოფელ ხოლმოგოროვკაში მდებარეობდა.

1973 წლის სექტემბერში სოფელ ჩისტიე-პრუდში გაიხსნა მუზეუმის ფილიალი - კრისტიონას დონელაიტისის მემორიალური მუზეუმი.

1984 წელს კუნძულ კნაიპჰოფზე გაიხსნა კიდევ ერთი ფილიალი - ქანდაკებების პარკი.

1991 წელს მუზეუმი გადავიდა ქალაქის ყოფილი საკონცერტო დარბაზის გარემონტებულ შენობაში, რომელიც აგებულია 1912 წელს.

მუზეუმის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი განთავსებულია ქალაქის ყოფილი საკონცერტო დარბაზის - შტადტჰალეს - შენობაში. ქალაქის საკონცერტო ვარბაზი ააგეს 1912 წელს. მისი არქიტექტორი იყო ბერლინელი რიხარდ ზეელი. ომის პერიოდში შენობა დაიწვა და აღადგინეს ნანგრევებიდან 1981 წელს. 1981-1986 წლებში შენობა გაარემონტეს და მალევე გადასცეს მუზეუმს.

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმს გააჩნია ხუთი დარბაზი, რომელიც ეძღვნება ერთ განსაკუთრებულ თემას.

ბუნების დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დარბაზი ეძღვნება კალინინგრადის ოლქის ბუნებას. ამ დარბაზში გამოფენილია ფრინველებისა და მხეცების ფიტულები, კალინინგრადის ოლქის მინერალური რესურსების ნიმუშები. დარბაზში რამდენიმე დიორამაა: ბალტიის ზღვა, კურშის ცელა, კურშის ყურე, მდინარეები და ჭაობები, შერეული ტყე.

არქეოლოგიის დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიის დარბაზი ეძღვნება მხარის ისტორიის უძველეს პერიოდს. ექსპოზიცია მოიცავს გვიანი პალეოლითის, მეზოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოსა და რკინის ხანების მასალებს.

არქეოლოგიური განყოფილება მოგვითხრობს არა მხოლოდ ძველ პრუსიაზე, არამედ ვიკინგებზეც, რომლებსაც პრუსიაში ჰქონდათ თავიანთი დასახლებები (მაგ., ქალაქი კაუპი, ამჟამინდელი ზელენოგრადსკის რაიონის ტერიტორიაზე).

არქეოლოგიური დარბაზის კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს პრუსიის მუზეუმის ექსპონატებს, რომლებიც ითვლებოდა დაკარგულად და აღმოჩენილია 90-იან წლებში. დანარჩენი საგნები აღმოაჩინეს საბჭოთა და რუსულ პერიოდში არქეოლოგებმა.

რეგიონის ისტორიის დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული დარბაზი ეძღვნება რეგიონის ისტორიას დაწყებული ტევტონთა ორდენის რაინდების მიერ პრუსიის დაპყრობიდან დამთავრებული 1945 წლამდე. დარბაზში წარმოდგენილია ძველი იარაღების, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ნიმუშები.

ომის დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დარბაზი ეძღვნება მეორე მეოფლიო ომი წლებს. აქ წარმოდგენილია შეიარაღების ნიმუშები, სამხედრო ფორმები და სხვა საგნები, რომლებიც დაკავშირებულია ომთან. დარბაზში განთავსებულია დიორამა „კენიგსბერგის შტურმი“.

„ხსოვნის ჰორიზონტის“ დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს დარბაზი ეძღვნება ომის შემდგომი პერიოდის ოლქის ისტორიას. ექსპოზიციაში წარმოდგენილია საგნები, რომელიც დაკავშირებული პირველი გადმოსახლებულების ყოფასა და ცხოვრებასთან. აქვეა ასევე ჩამოგდებული ლენინის ძეგლი.

ფილიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლინდაჟი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლინდაჟი (ყოველ შემთხვევაში ეს ბლინდაჟი არაა და არის ბეტონის ბომბსაწინააღმდეგი თავშესაფარი[2]) კენიგსბერგის ბრძოლის დროს იყო გერმანული ძალების შტაბი. სწორედ აქ, კენიგსბერგის გერმანელმა კომენდანტმა ოტო ლიაშმა აღიარა ქალაქის კაპიტულაცია.

ბლინდაჟის ორ ოთახში აღადგინეს ისტორიული ინტერიერი: გენერალ ლიაშის და გერმანული გარნიზონის შტაბის მეთაურის პოლკოვნიკის ზიუსკინდ-შვენდის კაბინეტები.

ქანდაკებების პარკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქანდაკებების პარკი არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, მდებარეობს კალინინგრადის ცენტრში, კუნძულ კნაიპჰოფზე. ქანდაკებების პარკი დააარსეს 1984 წელს. პარკის კოლექცია შედგება 33 ქანდაკებისაგან.

კრისტიონას დონელაიტისის მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის მუზეუმის ფილიალი, რომელიც მდებარეობს გარემონტებულ კირხეში და პასტორის სახლში სოფელ ჩისტიე-პრუდში.

43-ე არმიის სამეთაურო პუნქტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ფილიალი 43-ე არმიის სამეთაურო პუნქტი მდებარეობს სოფელ ხოლმოგოროვკაში, შენობაში სადაც აღმოსავლეთ პრუსიის ომის დროს მდებარეობდა საბჭოთა ძალების შტაბი. ფილიალში გამოფენილია ექსპოზიცია, რომელიც ეძღვნება 43-ე არმიას. 2008 წლის მონაცემებით ფილიალი დროებით დახურეს დამთვალიერებლებისათვის.

ფორტი № 5[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს არის სამხედრო გამაგრებული პუნქტი, რომელიც 1979 წლიდან გაიხსნა, როგორც ფილიალი, 2001-დან ეწოდება კალინინგრადის ფორტიფიკაციისა და სამხევრო ტექნიკის არასახელმწიფო მუზეუმი. 2010 წელს გამარჯვების დღემდე კვლავ გადაეცა კალინინგრადის ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმს.

არნაუს კირხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIV საუკუნის კირხე (დაარსდა 1364 წელს), მდებარეობს კალინინგრადის ახლოს სოფელ როდნიკში. კირხეში შემონახულია XIV საუკუნის დაახლოებით 200 ფრესკა. 2010 წლის მაისში ობიექტი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კალინინგრადის ეპარქიას. ამავე წლის 23 ივნისს კალინინგრადის საოლქო ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმმა და ეპარქიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას კირხეს გადარჩენის, აღდგენისა და პოპულარიზაციის შესახებ.

ყოფილი ფილიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრე მუზეუმის ფილიალები იყო:

  • კალინინგრადის ქარვის მუზეუმი - გაიხსნა როგორც ფილიალი 1978 წლის 29 დეკემბერს. 2004 წლიდან დამოუკიდებელი მუზეუმია.
  • კურშის ცელის ბუნების მუზეუმი - გაიხსნა როგორც ფილიალი 1988 წელს.
  • ქალაქ სოვეტსკის ისტორიის მუზეუმი. გაიხსნა, როგორც ფილიალი 1993 წელს, ამჟამად მუნიციპალური მუზეუმია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Балдур Кёстер «Кёнигсберг. Сегодняшний Калининград. Архитектура немецкого времени» . Перевод с немецкого (текст დაარქივებული 2009-02-04 საიტზე Wayback Machine. ). Данные оригинального немецкого издания: Baldur Köster , Husum Druck; 2000, ISBN 3-88042-923-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Концепция создания музея перемещенных ценностей на территории Калининградской области
  2. Авенир Овсянов. В казематах королевского форта. Калининград, «Янтарный сказ», 1999. Глава «Бункер под площадью парадов», стр 295—296