კალენიკე ქავთარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალენიკე ქავთარაძე (დ. 1888, შორაპანის მაზრა — გ. უცნობია) — ქართველი სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას. 1917 წელს, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, შედიოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნაციონალისტურ ფრაქციაში. საგანმანათლებლო საქმის შესახებ აქვეყნებდა სტატიებს ფრაქციის გაზეთ "ალიონში". 1918 წელს ალიონის ფრაქციის სახელით შეყვანილ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს ალიონის ფრაქციის მდივანი. შედიოდა პარლამენტის განათლების, სამანდატო და საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში. 1919 წელს ალიონის ფრაქცია სოციალ-დემოკრატიულ პარტიას სრულად შეუერთდა. 1919-1921 წლებში აგრძელებდა პედაგოგიურ საქმიანობას და მუშაობდა განათლების სამინისტროში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 444.