კალდერონეს მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალდერონეს მყინვარი
იტალ. Ghiacciaio del Calderone
მყინვარი კალდერონე
მყინვარი კალდერონე
კოორდინატები: 42°28′12″ ჩ. გ. 13°33′00″ ა. გ. / 42.47000° ჩ. გ. 13.55000° ა. გ. / 42.47000; 13.55000
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტერიტორიული ერთეული აბრუცო
ფართობი 0,355 კმ²
კალდერონეს მყინვარი — იტალია
კალდერონეს მყინვარი

კალდერონეს მყინვარი (იტალ. Ghiacciaio del Calderone) — ამჟამად ევროპაში ყველაზე სამხრეთით მდებარე მყინვარი. მდებარეობს მთა კორნო-გრანდეს მყინვარულ ცირკში, აბრუცის რეგიონში, გრან-სასოს მთის მასივში.

დნობის გამო მყინვარის ზომები ყოველწლიურად მცირდება და არსებული ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, ის გაქრება 2020 წლამდე.[1] მყინვარის ქვემოთ 2678 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ტბა სოფია, რომლის სიგრძე 60 მეტრია, სიგანე 8 მეტრი და სიღრმე 3 მ.

მყინვარის ფართობის და მოცულობის ევოლუცია
წელი ფართობი (მ²) მოცულობა (მ³)
1794 104 257 4 332 207
1884 90 886 3 382 166
1916 63 335 3 386 485
1934 59 713 2 461 529
1960 60 030 1 729 934
1990 52 586 360 931
2005 32 900 ---
2006 32 700 ---
2008 35 545 ---

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Massimo Pecci. Testimoni di una montagna scomparsa, Imont e Aigeo (2006).