კავკასიური თაგვანა (ლათ.Sicista caucasica) — ძუძუმწოვარითაგვანასებრთა ოჯახისა. ძალიან მცირე ზომის მღრღნელია. სხეულის სიგრძე 70 მმ-ს აღწევს; კუდი სხეულზე გრძელია, მისი სიგრძე 115 მმ-მდეა. ყურის სიგრძე — 12 მმ, ტერფისა — 18 მმ-მდე. მკვეთრად განსხვავდება მის გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით, რომ მისი ზურგის შეფერილობა ერთგვაროვანია — ჩალისფერ-მურადან ყავისფერ-ჟანგისფერამდე; ამასთან, ზურგზე მუქი ზოლი არ აქვს. გავრცელებულია კავკასიაში, საქართველოში გვხვდება კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში. მცირერიცხოვანი სახეობაა.[1] შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[2]