კადიკჩანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბა
კადიკჩანი
რუს. Кадыкчан
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სუბიექტი მაგადანის ოლქი
მუნიციპალიტეტი სუსუმანის რაიონი
კოორდინატები 63°05′18″ ჩ. გ. 147°02′54″ ა. გ. / 63.08833° ჩ. გ. 147.04833° ა. გ. / 63.08833; 147.04833
დაარსდა 1943
ამჟამინდელი სტატუსი 1964
მოსახლეობა 1 კაცი (2021)
სასაათო სარტყელი UTC+11
საფოსტო ინდექსი 686350
ციფრული იდენტიფიკატორი 44213563
ოფიციალური საიტი kadykchan.ru
კადიკჩანი — რუსეთი
კადიკჩანი

კადიკჩანი (რუს. Кадыкчан) — მიტოვებული დაბა რუსეთში, მაგადანის ოლქის სუსუმანის რაიონში. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, დაბაში მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბა დიდი სამამულო ომის დროს დაარსდა ნახშირის მოპოვების მიზნით. მაღაროებსა და დაბას გულაგის პატიმრები აშენებდნენ, მათ შორის მწერალი ვარლამ შალამოვი.[1] კადიკჩანში მოპოვებულ ნახშირს უმეტესად არკაგალას გრესი იყენებდა. დასახლება ეტაპობრივად შენდებოდა, ამიტომაც ძველ, ახალ და უახლეს ნაწილებად იყო დაყოფილი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნახშირის მოპოვება კადიკჩანში შეჩერდა. 1992 წელს მიატოვეს ერთ-ერთი მაღარო, ხოლო 1996 წლის ნოემბერში მეორე მაღაროში აფეთქება მოხდა, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა.[2] აფეთქების შემდეგ მაღარო დახურეს, ხოლო ხალხი გადაასახლეს. 2001 წელს მოხდა სახლების კონსერვაცია, დაბაში შეჩერდა ელექტროენერგიის მიწოდება. 2010 წელს კადიკჩანი სრულიად დაიცალა, თუმცა 2021 დაბაში 1 ადამიანი დაბრუნდა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი რაოდენობა
1970 3378
1989 5794
1996 3211
2001 1919
2010 0
2021 1

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В. Шаламов. О Колыме. Кадыкчан. Аркагала.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-28. ციტირების თარიღი: 2009-05-28.
  2. Norton, Jenny (December 18, 2017). „The town that disappeared“. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 July 2021. ციტირების თარიღი: 18 December 2017.