კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლოგო
ძველი ლოგო

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (სსიპ) — სამხედრო სასწავლებელი საქართველოში. დაარსდა 2010 წლის 2 აგვისტოს, ქალაქ ქუთაისში. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა და აღნიშნული თარიღი ლიცეუმის დღედ გამოცხადდა. 2012 წლის 1 ივლისს ლიცეუმის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება შედგა.[1]

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო პროცესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. ლიცეუმი პანსიონური ტიპისაა და კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებით, კვებით და სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. კადეტები მონაწილეობენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 419.