კაბოშიენების აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაბოშიენების აჯანყება — 1413 წელს მომხდარი აჯანყება პარიზში. მიზეზი იყო ასწლიანი ომის დროს გადასახადების გაზრდა და არმანიაკების და ბურგინიონების შინაომი. კაბოშინებების აჯანყების გამო მეფე იძულებული გახდა გადაეყენებინა ზოგი დიდი მოხელე და გაეტარებინა ადმინისტრაციული და ფინანსური რეფორმები. ამავე დროს მან ბასტილიაში ჩააყენა გარნიზონი. 227 აპრილს დაიწყო ხელოსანთა აჯანყება. აჯანყებულებმა ხელთ იგდეს დედაქალაქი, 26-27 მაისს აიძულეს პარლამენტი მიეღო ე.წ. კაბოშიენების ორდონანსი. აჯანყების შემდგომი გაფართოების შიშით ბუგრინიონები და არმანიაკები გაერთიანდნენ და აგვისტოში სასტიკად ჩაახშვეს აჯანყება. კაბოშიენების ორდონანსი გაუქმდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]