იცხოკ ლეიბუშ პერეცი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| იცხოკ ლეიბუშ პერეცი | |
იცხოკ ლეიბუშ პერეცი |
|
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| საქმიანობა: |
მწერალი |
| პერიოდი : |
XIX-XX საუკუნეები |
იცხოკ ლეიბუშ პერეცი (ებრ. יצחק־לייבוש פרץ; დ. 18 მაისი, 1851, ზამოსტიე, პოლონეთი – გ. 3 აპრილი, 1915, ვარშავა, პოლონეთი), ებრაელი მწერალი, თანამედროვე ებრაული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წერდა ებრაულ ენასა და იდიშზე. 1890-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა პერიოდულ გამოცემებს იდიშზე ("ებრაული ბიბლიოთეკა", "ლიტერატურა და ცხოვრება"). მისი პირველი თხზულებები დაიბეჭდა 1875 წელს. ავტორია ლექსებისა, მოთხრობებისა, ფელეტონებისა, დრამატული და პუბლიცისტური თხზულებებისა. 1900-იან წლებში მის შემოქმედებაში ჭარბობს რომანტიული საწყისები ("ხასაიდური მოთხრობები" (1900), "ხალხური თქმულებები" (1904-09) და სხვა).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნ. ბაბალიკაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 24, თბ., 1984 წელი.