იუფშარა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 11 კმ |
| აუზის ფართობი | 236 კმ² |
| ქვეყნები | საქართველო |
იუფშარა, მდინარე აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, გეგის მარცხენა შენაკად. გამოდის რიწის ტბიდან. სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 236 კმ2. სათავიდან 0,5კმ-ზე იკარგება ნაზვავში და 2 კმ შემდეგ გამოდის ზედაპირზე. მიედინება კანიონში. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყალდიდობა აპრილ-მაისშია, იშვიათად - ზამთარშიც. საშუალო ხარჯი სათავეში 7,6 მ3/წმ. წყალი მუდამ სუფთაა. იუფშარის ხეობაში გადის რიწის ტბისაკენ მიმავალი გზატკეცილი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 284, თბ., 1980 წელი.