იური ნიკულინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იური ნიკულინი
Russia-2001-stamp-Yuri Nikulin.jpg
იური ნიკულინი რუსეთის მარკაზე
დაბ. სახელი იური ნიკულინი
დაბ. ადგილი დემიდოვი, სმოლენსკის ოლქი
დაბ. თარიღი 18 დეკემბერი, 1921
გარდ. თარიღი 21 აგვისტო, 1997
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
წლები 1958-1991

იური ვლადიმერის ძე ნიკულინი (რუს. Никулин, Юрий Владимирович; 18 დეკემბერი, 192121 აგვისტო, 1997) — რუსი საბჭოთა კინოსა და ცირკის მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1973), სოციალისტური შრომის გმირი (1990). მის ყველაზე ცნობილ ფილმთა შორისაა „ბრილიანტის ხელი“, „12 სკამი“, და „მოხუცი-ავაზაკები“.

ნიკულინმა შექმნა ბალბესის დაუვიწყარი სახე განთქმულ სამეულში (ტრუსი, ბალბესი და ბივალი) ლეოიდ გაიდაის კინოკომედიებში „არყის მხდელები“ (1961), „ქოფაკი ბარბოსი და უჩვეული კროსი“ (1961), „ოპერაცია „Ы“ და შურიკის სხვა თავგადასავლები“ (1965), „კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავლები“ (1966).

ნიკულინს განსახიერებული აქვს არა მხოლოდ კომედიური როლები. აღსანიშნავია მისი თამაში ფილმებიში მეორე მსოფლიო ომზე („ისინი ომობდნენ სამშობლოსთვის“, რეჟისორი ს. ბონდარჩუკი; „ოცი დღე ომის გარეშე“, რეჟისორი ა. გერმანი), დრამატულ ფილმში „როცა ხეები დიდები იყვნენ“ და ანდრეი ტარკოვსკის ფილმში „ანდრეი რუბლიოვი“. გარდა ამისა, მას მიჰყავდა იუმორისტული ტელეგადაცემა „თეთრი თუთიყუში“.

მოსკოვში „ცვეტნოი ბულვარზე“ ცირკთან, რომელიც მის სახელს ატარებს, აღმართულია ნიკულინის ბრინჯაოს მონუმენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

.