იუზეფა იოტეიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოზეფა იოტეიკო
დაბადების თარიღი 29 იანვარი, 1866
პოცჟიკი, კიევის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 24 აპრილი, 1928 (62 წლის)
ვარშავა, პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
ეროვნება პოლონელი
საქმიანობა ფსიქოლოგი, მეცნიერი და აკადემიკოსი
აქტიური 1896–1927

იოზეფა იოტეიკო (პოლ. Józefa Joteyko; დ. 29 იანვარი, 1866 წელი, პოცჟიკი, კიევის გუბერნია, რუსეთის იმპერია – გ. 24 აპრილი, 1928 წელი, ვარშავა, პოლონეთის მეორე რესპუბლიკა) — პოლონელი ფიზიოლოგი, ფსიქოლოგი, პედაგოგი და მკვლევარი. ჟენევის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, იგი ჩაირიცხა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში და მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი 1896 წელს პარიზის უნივერსიტეტში. მან დაიწყო სამედიცინო პრაქტიკა საფრანგეთში, მაგრამ ორი წლის შემდეგ გადავიდა ბრიუსელში კვლევის დასაწყებად. იოზეფა მუშაობდა სოლვეის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ასისტენტად, კითხულობდა ლექციებს და ატარებდა კვლევას კუნთებისა და ნერვული სისტემის დაღლილობის შესახებ.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოზეფა ფრანსისკა იოტეიკოვნა დაიბადა 1866 წლის 29 იანვარს პოცჟიკიში, კიევის გუბერნიაში. მისი მშობლები იყვნენ კაროლინა და ლუჯან იოტეიკოები. იოზეფას ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო.[1] ის და მისი და-ძმები დიდ ოჯახურ მამულში იზრდებოდნენ, მაგრამ შვილების უკეთესი განათლებისთვის ოჯახი საცხოვრებლად ვარშავაში გადავიდა 1873 წელს, მას შემდეგ, რაც იჯარით აიღო ქონება პოცუჯკიში. 1876 ​​წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სმოლნას ქუჩაზე, სიერაკოვსკის პანსიონის მახლობლად. იოტეიკომ იქ მხოლოდ რამდენიმე თვე იარა, რადგან დედამისს მიაჩნდა, რომ მეცნიერებათა სწავლება არაადეკვატური იყო. იმის გამო, რომ იმ დროისთვის სწავლის ერთადერთი გზა იყო იოტეიკოს სამთავრობო სკოლა, რაც რუსული კულტურის ასიმილაციას მოითხოვდა, დედა იოზეფას სახლში ასწავლიდა. შვიდწლიანი სწავლის შემდეგ, იოტეიკო მოემზადა გამოცდის ჩასაბარებლად, რათა კერძო მასწავლებელი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მან ოთხ ენაზე იცოდა საუბარი და სხვა ტესტები წარმატებულად ჩააბარა, იოტეიკოს რუსული ენის გამოცდა ვერ ჩაუბარებია. იმის ნაცვლად, რომ მას ხელახლა ეცადა ბედი, გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ, რადგან ქალებს აეკრძალათ სწავლა ვარშავის უნივერსიტეტში.[2]

იოტეიკო ჩაირიცხა ჟენევის უნივერსიტეტში 1886 წელს ფიზიკური და ბიოლოგიური მეცნიერებების შესასწავლად.[3] როცა იოზეფა შვეიცარიაში ჩავიდა, იგი აქ შეხვდა ყოფილ საშუალო სკოლის მასწავლებელს, მიხალინა სტეფანოვსკას, რომელთანაც დაამყარა როგორც პირადი, ასევე პროფესიული ურთიერთობა.[4] ორწლიანი სწავლის შემდეგ იოტეიკომ მიიღო მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი და მცირე ხნით დაბრუნდა ვარშავაში. 1889 წელს ის და მისი ოჯახი გადავიდნენ ბრიუსელში, სადაც იოტეიკო ჩაირიცხა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე.[2] მამის ავადმყოფობამ აიძულა ოჯახი დაბრუნებულიყო ვარშავაში 1890 წელს. იოტეიკო ვარშავაში დაბრუნების მაგივრად გადავიდა პარიზში, სადაც სწავლობდა ფიზიოლოგიას.[5] რამდენიმე თვეში იოზეფას მამა გარდაეცვალა. იოტეიკომ მცირე ხნით დატოვა საფრანგეთი და გაემგზავრა სანქტ-პეტერბურგში ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად. იოზეფა მალევე დაბრუნდა უკან და ჩაირიცხა პარიზის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი.

იოზეფა დარწმუნებული იყო, რომ მეცნიერებას შეუძლია გადაჭრას სოციალური გამოწვევები. მან გააფართოვა თავისი კვლევა, რათა შეესწავლა, თუ როგორ შეუძლია მეცნიერებას გააუმჯობესოს მუშათა ცხოვრება და ამავდროულად გამოიწვიოს სამრეწველო ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება.

იოზეფა იყო ბელგიის ნევროლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი 1904 წლიდან და მიიღო მრავალი ჯილდო მისი კვლევისთვის, მათ შორის ბრიუსელის იმპერიული და სამეფო აკადემიის დესმათის პრემია, ბელგიის სამეფო მედიცინის აკადემიის Dieudonnée პრემია. 1916 წელს იოტეიკო დაინიშნა კოლეჯ დე ფრანსის მოწვეულ თავმჯდომარედ და გახდა პირველი ქალი, ვინც ლექციებს კითხულობდა დაწესებულებაში. 1919 წელს მეორე რესპუბლიკის დაარსების შემდეგ პოლონეთში დაბრუნებისას იოტეიკოს საკმაოდ გაუჭირდა სამუშაოს პოვნა. იგი კითხულობდა ლექციებს ვარშავის ეროვნულ პედაგოგიურ ინსტიტუტში და ყრუთა ეროვნულ ინსტიტუტში, მოგვიანებით კი დაინიშნა პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორად, სანამ ის 1926 წელს ინსტიტუტი არ დაიშალა. ის შემდგომ კითხულობდა ლექციებს სპეციალურ განათლების სახელმწიფო ინსტიტუტში და თავისუფალი. პოლონეთის უნივერსიტეტში, ასევე მუშაობდა სხვადასხვა სამთავრობო სამინისტროების კომიტეტებში, როგორც მრჩეველი დასაქმებისა და განათლების საკითხებში. 1926 წელს მან დაასრულა დოქტორანტურა ვარშავის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, მაგრამ ავადმყოფობის გამო კვლევაში ვეღარ მიიღო მონაწილეობა.

1920-იანი წლების ბოლოს იოტეიკოს განუვითარდა გულის დაავადება. იგი გარდაიცვალა 1928 წლის 24 აპრილს ვარშავაში და დაკრძალეს პავჟკის სასაფლაოზე. მის დაკრძალვის მსვლელობას ხელმძღვანელობდნენ პირველი მარშალი იუზეფ პილსუდსკი და პრეზიდენტი იგნაცი მოსციცკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Löwy, Ilana (2005) „8. "Measures, Instruments, Methods, and Results": Jozefa Joteyko on Social Reforms and Physiological Measures“, Body Counts: Medical Quantification in Historical and Sociological Perspective. Montréal, Canada: McGill-Queen's University Press for Fondation Marcel Mérieux, გვ. 145–172. ISBN 978-0-7735-2925-0. 
  • Oczko, Piotr; Mazur, Krystyna (translator) (2013). „Why I Do Not Want to Write about Old-Polish Male-bedders: A Contribution to the 'Archeology' of Gay Studies in Poland“ (PDF). Teksty Drugie. Warsaw, Poland: Polish Academy of Sciences. 1 (Special: English edition): 118–134. ISSN 0867-0633. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 11 August 2017. ციტირების თარიღი: 24 June 2019.
  • Podgórska, Joanna (4 November 2009). „Chcemy całego życia!“ [We want a whole life!]. Polityka (Polish). Warsaw, Poland: Spółdzielnia Pracy Polityka. ISSN 0032-3500. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 May 2012. ციტირების თარიღი: 18 June 2019.
  • Siemak-Tylikowska, Alicja (1993). „Maria Grzegorzewska (1888–1967)“ (PDF). Prospects: The Quarterly Review of Comparative Education. Geneva, Switzerland: International Bureau of Education. XXIII (3–4): 625–637. ISSN 0207-8953. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 12 June 2019. ციტირების თარიღი: 18 June 2019.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Krejpowicz, Sławomir (2007). "Szkoła Podstawowa nr 4 "Józefy Joteyko" w Grodzisku Mazowieckim" . [Józefa Joteyko Primary School No. 4 in Grodzisk Mazowiecki]. sp4grodzisk.home.pl (in Polish). Grodzisk Mazowiecki, Poland: Józefy Joteyko Primary School. Archived from the original on 14 May 2019. Retrieved 16 June 2019.
  2. 2.0 2.1 Creese, Mary R. S.; Creese, Thomas (2015). Ladies in the Laboratory IV: Imperial Russia's Women in Science, 1800–1900: A Survey of Their Contributions to Research. . Lanham, Maryland: Rowman & Littlefield Publishers. ISBN 978-1-4422-4742-0.
  3. Konarski, Stanisław (1965). "Józefa Franciszka Joteykówna". In Rostworowski, Emanuel (ed.). Polski Słownik Biograficzny (in Polish). . Vol. 11: Jaroslaw—Kaplinski Seweryn. Wrocław, Poland: Zakład Narodowy im. Ossolińskich. pp. 297–300. OCLC 1014728042. Archived from the original on 25 February 2018.
  4. Löwy, Ilana (2005). "8. "Measures, Instruments, Methods, and Results": Jozefa Joteyko on Social Reforms and Physiological Measures". In Jorland, Gérard; Opinel, Annick; Weisz, George (eds.). . Body Counts: Medical Quantification in Historical and Sociological Perspective. Montréal, Canada: McGill-Queen's University Press for Fondation Marcel Mérieux. pp. 145–172. ISBN 978-0-7735-2925-0.
  5. Löwy, Ilana (2005). "8. "Measures, Instruments, Methods, and Results": Jozefa Joteyko on Social Reforms and Physiological Measures".. In Jorland, Gérard; Opinel, Annick; Weisz, George (eds.). Body Counts: Medical Quantification in Historical and Sociological Perspective. Montréal, Canada: McGill-Queen's University Press for Fondation Marcel Mérieux. pp. 145–172. ISBN 978-0-7735-2925-0.