ისლუგის ვულკანის ეროვნული პარკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ისლუგის ვულკანის ეროვნული პარკი
Parque Nacional Volcán Isluga |
|
|---|---|
|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
|
|
| მდებარეობა | ტარაპაკა, |
| უახლოესი ქალაქი | კოლჩანე |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 1,747 კმ² |
| დაარსდა | 1967 |
| მმართველი ორგანო | ჩილეს ეროვნული სატყეო კორპორაცია |
ისლუგის ვულკანის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Volcán Isluga) – ეროვნული პარკი ტარაპაკის რეგიონში, ჩილე. მდებარეობს ანებში. დაარსდა 1967 წელს, თანამედროვე საზღვრებში კი მოექცა 1985 წელს.
ეროვნული პარკის ფართობია 1 747 კმ². სახელწოდება მიიღო ამავე პარკში მდებარე ვულკან ისლუგისაგან (5 500 მ). აქვე მდებარეობს მთები: კიმსაჩატა (5 400 მ), ტატახაჩურა (5 252 მ) და ლატარამა (5 207 მ). პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე არაბილია, რომელიც სათავეს იღებს კიმსაჩატის სამხრეთ კალთებზე და რომელსაც ქვემო დინებაში ეწოდება არომა.