ტარაპაკა
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| მოიცავს | 2 პროვინცია 7 კომუნა |
| ადმინ. ცენტრი | იკიკე |
| მოსახლეობა (2002) |
238,950 კაცი (12 ადგილი) |
| სიმჭიდროვე | 5.7 კაცი/კმ² |
| ფართობი | 41,799.5 კმ² (6 ადგილი) |
ტარაპაკა (პორტ. Tarapacá) – ადმინისტრაციული რეგიონი ჩილეს ჩრდილოეთში. მოიცავს 2 პროვინციასა და 7 კომუნას.
ფართობი — 41,799.5 კმ². მოსახლეობა — 238,950 კაცი. მოსახლეობის სიმჭიდროვე — 5.7 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. იკიკე.
სექციების სია |
მდებარეობა [რედაქტირება]
რეგიონი მდებარეობს ჩილეს ჩრდილოეთში და ესაზღვრება:
- ჩრდილოეთიდან – არიკა და პარინაკოტა
- აღმოსავლეთიდან – პოტოსის და ორუროს დეპარტამენტები (ბოლივია)
- სამხრეთიდან – ანტოფაგასტის რეგიონი
- დასავლეთიდან – წყნარი ოკეანე
ისტორია [რედაქტირება]
რეგიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი პეტროგლიფები, რომლებიც მიუთითებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივ ისტორიაზე.
მოგვიანებით, ესპანეთის კოლონიზაციამდე, რეგიონი შედიოდა ინკების იმპერიის შემადგენლობაში. 1879 წელს ჩილე პერუსა და ბოლივიის წინააღმდეგ ომში ჩაება.[1]. ეს ომი წყნარი ოკეანის მეორე ომის სახელითაა ცნობილი. ომი ძირითადად რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, რომელიც იმ დროისთვის პერუს შემადგენლობაში იყო. 1883 წლის 20 ოქტომბერს ანკონაში (ლიმის ახლოს) ხელმოწერილი ზავის მიხედვით ჩილეს გადაეცა პერუს პროვინცია ტარაპაკა სამუდამოდ, ტაკნა და არიკა კი 10 წლით.[2]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ტარაპაკის რეგიონალური მთავრობის ოფიციალური საიტი
- Information about Tarapaca
- Canal 57 - Tarapacá Digital Televisión
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||