ინვერსია (გეოლოგია)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ინვერსია — გეოსინკლინის განვითარების მნიშვნელოვანი სტადია, რომლის დროსაც დედამიწის ქერქის დაძირვას ცვლის აზევება და გეოსინკილინის ადგილზე მთათა სისტემა ვითარდება. ინვერსიასთანაა დაკავშირებული შრეთა დანაოჭება, მთების ზრდა, გრანიტების შეჭრა, რეგიონული მეტამორფიზმი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 163, თბ., 1980 წელი.