ინგლის-ჰოლანდიის ომი (1665-1667)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინგლის-ჰოლანდიის ომი — ომი ინგლისსა და შეერთებულ პროვინციებს (ჰოლანდიის რესპუბლიკა) შორის მსოფლიო ვაჭრობასა და კოლონიებში ჰეგემონიისათვის.

ომი გამოაცხადა ჰოლანდიამ 1665 წლის იანვარში. ფაქტობრივად ომი დაიწყო 1664 წელს როდესაც ინგლისის საზღვაო ექსპედიციამ ჩრდილოეთ ამერიკაში ჰოლანდიის კოლონია ახალი ამსტერდამი დაიპყრო. ჰოლანდიის ფლოტმა ადმირალ მიხეილ რეიტერის მეთაურობით 1666 წელს გაიმარჯვა დიუნკერკთან, მაგრამ დამარცხდა ნორთ-ფორლენდის კონცხთან ბრძოლაში. 1667 წლის ივნისში ჰოლანდიელთა ესკადრამ ტემზის შესართავის ბლოკირება დაიწყო. ამ ვითარებაში 1667 წლის 31 ივლისს დაიდო ბრედის ზავი, რომლითაც ინგლისმა ახალი ამსტერდამი მიიღო, ხოლო დაპყრობილი სურინამი ჰოლანდიას დაუბრუნა.

ლიტერატურა[რედაქტირება]