ახალი ამსტერდამი
ახალი ამსტერდამი (ჰოლ.: Nieuw Amsterdam) იყო მე-17 საუკუნეში ახალი ნიდერლანდის პროვინციის გამაგრებული დასახლების სახელი; დაარსდა 1624 და მოგვიანებით ნიუ-იორკის ნაწილი გახდა. დაფუძნდა რა ჰოლანდიური ვესტ-ინდოეთის კომპანიის მიერ, ქალაქი მდებარეობდა მანჰეტენის კუნძულის სტრატეგიულ, გამაგრებულ სამხრეთ ბოლოში და მისი დანიშნულება იყო მდინარესთან მისასვლელის დაცვა კომპანიის ბეწვეულის ვაჭრობის წარმოებისთვის ჰუდზონის ხეობაში. ახალი ამსტერდამი გადაიქცა უდიდეს ჰოლანდიურ კოლონიურ დასახლებად ახალი ნიდერლანდის პროვინციაში, ამჟამად ნიუ-იორკის ტრაი-შტატის რეგიონი, და ჰოლანდიელთა მფლობელობაში დარჩა 1664 წლამდე, როცა ის ინგლისეთა ხელში ჩავარდა. ჰოლანდიელებმა უკან დაიბრუნეს იგი 1673 წლის აგვისტოში და მას ახალი სახელი "ნიუ-ორანჟი" დაარქვეს, თუმცა 1674 წლის ნოემბერში ინგლისელებმა ქალაქის წართმევა ისევ მოახერხეს. ქალაქის დაარსების წელი 1625 ამჟამად ოფიციალურად არის აღნიშნული ნიუ-იორკ სიტის ბეჭედზე (მანამდე, ბეჭედზე 1664 - ინგლისელთა მიერ ქალაქში შესვლის თარიღი იყო აღბეჭდილი).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Schmidt, Benjamin, Innocence Abroad: The Dutch Imagination and the New World, 1570–1670, Cambridge: University Press, 2001. ISBN 978-0521804080
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The New Amsterdam Trail
- Nieuw Amsterdam to New York
- New Amsterdam
- From Van der Donck to Visscher: a 1648 view of New Amsterdam, discovered in Vienna in 1991
- Background on the Native Americans of the area