იამანტაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იამანტაკა ვაჯრაბჰაირავ, ბრიტანეთის მუზეუმი.
იაპონური ექვივალეტი დაიიტოკუ (大威德明王)

იამანტაკა (სანს. यमान्तक Yamāntaka; (ტიბეტური)[1]; იაპონ. 大威徳明王, Daïitokumyouou (abbr. Daïitoku); (ჩინური); მონღ. Эрлэгийн Жаргагчи Erlig-jin Jarghagchi) არის მაჰაიანა ბუდიზმის ვაჯრაიანას უმაღლესი ტანტრის კლასის იშტადევატა (ტიბ: იიდამი), პოპულარული ტიბეტური ბუდიზმის გელუკის სკოლაში. იამანტაკა ითვლება მანჯუშრის, სიბრძნის ბუდდჰის, მრისხანე მანიფესტაციად, და სხვა კონტექსტში ფუნქციონირებს როგორც დჰარმაპალა.

ჲამანტაკა არის სანსკრიტული სახელი, რომელიც შეიძლება ორ ელემენტად დაიყოს: ჲამა, სიკვდილის ღმერთის სახელი და ანტაკაბოლოს მომღები. ამგვარად, იამანტაკას სახელი ნიშნავს „სიკვდილის ბოლოს მომღებს“.

ბუდიზმში, „სიკვდილის ბოლოს მომღები“ ყველა ბუდათა თვისებაა, რადგან მათ შეწყვიტეს ინკარნაციის ციკლი, სამსარა. ამ კონტექსტში, იამანტაკა არის მაჰაიანას პრაქტიკოსების მიზანი ბოდჰის, გასხივოსნების მიღწევისთვის.

„ჲამანტაკა“ ან „შრი ბჰაგავან ჲამანტაკა“ (სანსკ: श्री भगवान् यमान्तक; ბრწყინვალე ღვთაება ბოლოს უღებს ჲამას) არის [შრი] ვაჯრა[მაჰა]ბჰაირავას სხვა სახელი, რომელიც ბოდჰისატვა მანჯუშრის უმაღლესი ემანაციაა. ბოდჰისატტვა მანჯუშრი, შრი ვაჯრაბჰაირავა და შრი ბჰაგავან ჲამანტაკა ერთად წარმოადგენენ [ბუდა]დჰარმაკაჲას ([გასხივოსნებული] დოქტრინის სხეული), რომელსაც ასევე ჰქვია ვაჯრადჰარა (ელვის მპყრობელი).

როგორ უღებს ბოლოს იამანტაკა სიკვდილს?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს შეკითხვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მივაწერთ სიტყვა „სიკვდილის“ მნიშვნელობას — მაგრამ ერთადერთი გზა, რომლითაც ამ შესაძლებლობას შეიძლება მიაღწიონ არის სიბრძნის გასხივოსნების აქტივაცია. ბრძენ გონებას შეუძლია აღიქვას, რომ სიკვდილს არ აქვს შინაგანი, კონკრეტული არსებობა. აგრეთვე, როდესაც მივაღწევთ იამანტაკას — რომელიც ბუდაა — იგივე რეალიზაციას, მაშინ გვექნება ტრანსცენდენტული სიკვდილი.

იამანტაკა იაპონურ ბუდიზმში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონურ ეზოთერულ სწავლებაში, ცნობილია როგორც დაი'ითოკუ მჲოო (大威德明王) და არის ამიდა ნჲორაის მრისხანე ემანაცია. გამოსახულია ძროხაზე მჯდომარე, სხვადასხვა იარაღის ჭერით, ექვსი სახით, ფეხითა და ხელით — წმინდა გასხივოსნების სიმბოლიზაცია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]