ითითალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ითითალა
აზერ. İtitala
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი ბელაქანის რაიონი
კოორდინატები 41°34′41″ ჩ. გ. 46°21′38″ ა. გ. / 41.57806° ჩ. გ. 46.36056° ა. გ. / 41.57806; 46.36056
მოსახლეობა 2 115 კაცი
სასაათო სარტყელი UTC+4
ითითალა — აზერბაიჯანი
ითითალა

ითითალა (აზერ. İtitala) — სოფელი აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონში. მოსახლეობის რაოდენობა — 2 115 კაცი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითითალა დააარსეს სოფელ ალიაბადის მცხოვრებლებმა 1860-1863 წლებში. ახლად შერჩეულ მიწაზე დასახლება დაიწყეს ინგილოებმა და „ითითალა“ დაარქვეს. უვარგისი მიწების გამო ზოგიერთი მოსახლე უკანვე დაბრუნდა ალიაბადში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტა­ტისტიკური ცნობის მიხედვით, 1872 წელს ითითალაში მხო­ლოდ 36 კომლი იყო, 1886 წლის აღწერით — 68 (362 სული). 1980 წელს მითითებულია 1370 სული, ხოლო ბოლო დროის მონაცემებით ითვლიან 700 კომლს. ცხოვრობენ მაჰმადიანი ინგილოები, სუნიტები.

სოფელში მცხოვრები საგვარეულოებიდან აღსანიშნავია: ზუბეილანები (ზუბეი­შვილი), თარავალანები (თარვალი­შვილი), კაწანები (კაწა­შვილი), მატონები (მატო­­ შვილი), ჯინდრიანები (ჯინდრი­­ შვილი), შაპანები (შაპა­შვილი) და სხვ.

ალიაბადელების მიერ სხვა­დასხვა ადგილას დაარსებულ დასახლებებს შორის ითითალა ბელაქნის რაიონში ერთადერთია, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა ქართული ენა და ქართული სკოლა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ძეგლებიდან ყურადსაღებია თამარის ციხე — „ფერი ყალა“, რომელიც მდებარეობს ბელაქნის რაიონში, ლაგოდეხ–შაქის მთავარი გზიდან დაახლოებით 4–5 კმ-ის დაშორებით მდინარე ბელაქნის­წყლის ხეობაში. ბელაქნის ჩრდილოეთით, მაღალი მთის კალ­თაზე უძველესი ნაგებობის ნანგრევებია, რომელსაც „წერეთელ თახთს“ (წერეთლის ტახტი) ეძახიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასრათოვი (ომარაშვილი) ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 224.
  • ადამია ი., „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება (საინგილო)“, თბ., 1979;
  • ბურჯაევი თ., „ინგილოდ წოდებულ ქართელთა ტრაგედია“, თბ., 2001;
  • ჯანაშვილი მ., „საინგილო“, თბ., 1910

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]