ბელაქანის რაიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან ბელაქნის რაიონში.

ბელაქანის რაიონი (აზერ. Balakən rayonu) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული ქვეყნის ჩრდილოეთით, ისტორიული ჰერეთის ტერიტორია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბელაქანი. 1918-1921 წლებში ბელაქნის რაიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზაქათალის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წელს ბელაქნის რაიონი საბჭოთა რუსეთის მითითებით კავკასიელმა ბოლშევიკებმა საქართველოს ჩამოაშორეს და აზერბაიჯანს გადასცეს.

ისტორია[რედაქტირება]

დღევანდელი ბელაქანის რაიონის ტერიტორიამ, საინგილოს სხვა ნაწილებთან ერთად, საქართველოდან ჩამოცილება 1604 წელს დაიწყო, როდესაც შაჰ-აბას I-მა იგი წახურელ ლეკებს გადასცა. 1727 წელს კი თურქეთის სულთანმა საინგილო ჭარელ ლეკებს მიუზომა. ამ დროიდან დაიწყო ამ მიწაზე ლეკების მასიური ჩამოსახლება, რომლებმაც ქართულ სოფლებში მოიკიდეს ფეხი. XVIII საუკუნეში ლეკები გაერთიანდნენ ორ პოლიტიკურ ერთეულში: ელისუს სასულთნოსა და ჭარ-ბელაქანის თემში. დაიწყო ქართველების დევნა და მათი ძალდატანებითი გამაჰმადიანება. გამაჰმადიანებულ ქართველს „იანგილოს“ ეძახდნენ, რაც თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები „ინგილო“ და „საინგილო“. 1803 წელს რუს-ქართველთა ჯარმა ჭარ-ბელაქანი დაიკავა და ამის შემდეგ საქართველოს ნაწილია ჯერ ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის, შემდეგ ზაქათალის ოლქის სახელით. 1921 წელს საინგილო აზერბაიჯანს გადაეცა.[1] ბელაქანის რაიონი წარმოიქმნა 1930 წელს.

მოსახლეობა[რედაქტირება]

აზერბაიჯანის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით 2007 წელს რაიონში ცხოვრობდა 87365 ადამიანი: 42867 (49%) მამაკაცი და 44498 (51%) ქალი.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]