ივანე ჯავახიშვილის მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე ჯავახიშვილის მოედანი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ჩუღურეთი
წინა სახელები კუკიის ნიკოლოზის მოედანი, მიხეილ კალინინის მოედანი

ივანე ჯავახიშვილის მოედანი — მოედანი თბილისში ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი). კოსტა ხეთაგუროვის, მაქსიმ გორკისა და ივანე ჯავახიშვილის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის 50–60-იან წლებში. ადრე ერქვა ნიკოლოზის („კუკიის ნიკოლოზის მოედანი“), 1922 წლიდან — მიხეილ კალინინის მოედანი. 1990 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეწოდა. მოედანზე შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლი №1.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]