ივანე არგუნოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოპორტრეტი.
უცნობი გლეხის ქალის პორტრეტი.

ივანე პეტრეს ძე არგუნოვი (რუს.: Иван Петрович Аргунов); (დ. 1727 — გ. 1802) — რუსი ფერმწერი, რუსული პორტრეტული მხატვრობის სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ივანე არგუნოვი გრაფი შერემეტიევის ყმა იყო და გაიზარდა მისი ბიძის, სემიონ არგუნოვის ოჯახში, რომელიც თავადის ასული ჩერკასკაიას პირადი მოსამსახურე იყო, მოგვიანებით კი გრაფი შერემეტიევის სახლთუხუცესი. მრავალი წლის განმავლობაში სემიონი შერემეტიევის სახლს უვლიდა მილიონნაიას ქუჩაზე სანქტ-პეტერბურგში და სწორედ ამ სახლში გაიზარდა ივანე.

1746-1749 წლებში არგუნოვი ფერწერას სწავლობდა გერმანელ მხატვართან სახელად გეორგ გროოთი, რომელიც იმხანად დედოფალი ელისაბედის კარზე მსახურობდა. ივანე პარალელურად მხატვრულ ტექნიკას სწავლობდა მისი ბიძაშვილებისგან - ფიოდორ ლეონტიევიჩ და ფიოდორ სემიონოვიჩ არგუნოვებთან, რომლებიც სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო რეზიდენციების დეკორაციებზე მუშაობდნენ.

არგუნოვის პირველი ნამუშევრები იყო ხატები სასახლის ეკლესიისთვის ცარსკოე-სელოში (1753) და ახალი იერუსალიმის მონასტრისთვის (1749). ამავე პერიოდში შექმნა მისი ერთადერთი ისტორიული ფერწერული ტილო "მომაკვდავი კლეოპატრა". მის ადრეულ პორტრეტთა შორის იყო თავადი ივანე ლობანოვ-როსტოვსკის (1752) და თავადის ქალი ეკატერინა ალექსანდროვნა ლობანოვა-როსტოვსკაიას (1754). ამ ნამუშევრებში შეიმჩნევა ტრადიციული რუსული პარსუნას ხელოვნების შერწყმა ახალი ბაროკოს გავლენასთან.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: