იეჰულინის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იეჰულინის ბრძოლა
მონღოლეთ-ცინის კონფლიქტის ნაწილი

მონღოლთა და ჩინელთა შეტაკება იეჰულინის ველზე, რაშიდ ად-დინის მინიატურა
თარიღი 1211
მდებარეობა იეჰულინი
შედეგი მონღოლთა გამარჯვება
მხარეები
მონღოლთა იმპერია ცინის დინასტია
მეთაურები
ჩინგიზ-ყაენი

მუხალი ჯებე სუბუთაი უგედეი

იმპერატორი სინშენი

ვანიან შენიუ ვანიან ძიუძი

ძალები
90 000 – 100 000[1] 1 000 000-ზე მეტი [2] [3]
დანაკარგები
მცირე 300 000 ჯარისკაცი [4]

იეჰულინის ბრძოლა 一 გადამწყვეტი ომი მონღოლეთის იმპერიასა და ცინის დინასტიას შორის. ბრძოლა მიმდინარეობდა 1211 წლის აგვისტო-ოქტომბერში იეჰულინში (ჩინ.: 野狐嶺 一 ველური მელიების ქედი), რომელიც მდებარეობს დღევანდელი ვანკუანის რაიონის ჩრდილო-დასავლეთში, ჟანჯიაკუში, ხებეის პროვინციაში. ბრძოლა დასრულდა ჩინელთა აბსოლუტური განადგურებითა და მონღოლთა ბრწყინვალე გამარჯვებით. ამ კამპანიის წყალობით, მონღოლეთმა შემოიერთა ცინის ჩრდილოეთის დიდი ნაწილი, აგრეთვე, სწორედ ამ ომმა დააჩქარა ცინის დინასტიის სტაგნაცია და დაცემა.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1206 წელს თემუჩინმა გააერთიანა თავისი მფარველობის ქვეშ მყოფი ყველა მონღოლური ტომი და მიიღო ტიტული „ჩინგიზ ყაენი“. ჯურჩენის წყალობით, ცინის დინასტია, რომელიც მონღოლეთის სამხრეთში მდებარეობდა, მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა მონღოლეთისთვის, გაეფართოვებინა საკუთარი ტერიტორია და უფრო მეტი მიწები დაეპყრო. იქამდე, ცინის დინასტია მიმართავდა სტრატეგიას 一 დაყავი და იბატონე 一, რათა გაენადგურებინა სხვადასხვა მონღოლური ტომი და საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია. თუმცა, მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ ეს სტრატეგია აღარ ამართლებდა, ბრძოლისთვის მზადება დაიწყეს, რათა მონღოლთა საფრთხე, ერთხელ და სამუდამოდ, აღმოეფხვრათ. იმპერატორ ჟანძონგის მეფობის დროს ჩინელებმა, მონღოლებისგან თავდაცვის მიზნით, საზღვრის გასწვრივ დაახლოებით 300 კილომეტრის სიგრძის თავდაცვითი კედელი ააშენეს. ამ კედელს თანამედროვეობაში მოიხსენიებენ, როგორც ჩინეთის დიდი კედელი.

1204 წელს, ჩინგიზ-ყაენმა დაიმორჩილა ონგუდი 一 სწორედ ის მონღლური ტომი, რომელიც ჩინელებს ეხმარებოდა თემუჩინის წინააღმდეგ გალავნის გამაგრებაში. პარალელურად, ჩინგიზ ხანმა დაამყარა კავშირი ონგუდის მმართველთან და საკუთარი ქალიშვილი ონგუდის მეფის ვაჟზე დააქორწინა. მონღოლები უკვე იინის მთების ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებდნენ და დაიწყეს საკუთარი ჯარის რესურსებით მომარაგება, ცინის წინააღმდეგ მომავალი ბრძოლის წინ. უფრო მეტიც, მონღოლები აქტიურად იზიდავდნენ და აიძულებდნენ ზოგიერთ მომთაბარეებს, რომ მათ მხარეს გადასულიყვნენ. ცინის ახალმა იმპერატორმა, სინშენმა ვერ შეაფასა მოსალოდნელი მონღოლური საფრთხე და თანდათან ხელი აუშვა მონღოლთაგან თავდაცვისთვის სამზადისს. იგი საკუთარ თავს იმაში არწმუნებდა, რომ ცინის დინასტია გაცილებით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მონღოლური ტომები.

1210 წელს ჩინგის ყაენმა საჯაროდ შეურაცხყო ცინის იმპერატორი სინშენი, რომელიც მოიხსენია, როგორც მშიშარა და ლიდერობისთვის უვარგისი სარდალი. მან ასევე დასძინა: „იმპერატორი ჩემნაირი ზეციური ბუნების მატარებელი უნდა იყოს“. როდესაც იმპერადორის ყურამდე ეს ამბავი მივიდა, იგი იმდენად განრისხდა, რომ მონღოლთა ელჩის სიკვდილით დასჯა ბრძანა, რითაც მონღოლთა და ცინის დინასტიას შორის დაძაბულობა გაჩაღდა. 1211 წლის მარტში მონღოლებმა შეკრიბეს 100 000 ჯარისკაცი ცინის წინააღმდეგ საბრძოლველად, საიდანაც მხოლოდ 2000 მათგანი დარჩა მონღოლეთში, ომის დროს ქვეყნის დაცვის მიზნით. ეს იმას ნიშნავდა, რომ მონღოლთა ძალის 90%-ზე მეტი იყო მობილიზებული ომის წარმართვისთვის. ჩასვლამდე ჩინგიზ-ყაენი ევედრებოდა ცის ღვთაება თენგრის, მდინარე კერულენის გასწვრივ, რომ ეკურთხა მონღოლური არმია და გამარჯვებით დაჯილდოვებულიყო. აქ გამართული მონოლოგისას მან თქვა, რომ ის ამ ომით გეგმავდა შურისძიებას საკუთარი წინაპრის, ამბაგაი ხანის გამო, რომელიც 1146 წელს ცინის იმპერატორმა სიზონმა ის ჯვარს აცვა.

ბრძოლამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონღოლთა ცხენოსანთა არმიამ, ჩინგიზ ყაენის მეთაურობით, მზადება დაასრულა და 1211 წლის მარტისთვის დიდი კედლისკენ გაემართა. ეს უკანასკნელი გამყარებული იყო მრავალი ციხე-კოშკით, რომელთაც მილიონამდე გუშაგი იცავდა, მათ შორის 800 ათასი ქვეითი, ხოლო 150 ათასზე მეტი კავალერისტი, რომელთა ციხეში ჩაყენებაც ჯერ კიდევ იმპერატორმა სინშენმა ითავა. [3] ცინის არმიას გენერლად ვანიან ჩენიუ ედგა სათავეში, რომელიც თავისი ძალებით მარტო ხელმძღვანელობდა როგორც კედელზე ციხეზე თავდასხმის შეკავებას, ისე მონღოლურ ქვეით ჯარების განეიტრალებას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინელთა არმიის რაოდენობა თითქმის 10-ჯერ აღემატებოდა მონღოლთა არმიას, გენერალმა გააცნობიერა, რომ ციხის არაერთი ნაწილი დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, განსაკუთრებიოთ კი ის მხარე, რომელიც იეჰულინის ქედს ებჯინებოდა. ამ ადგილსი სახელი ჩინურიდან ითარგმნება, როგორც ველური მელიების ქედი, რისი შერქმევაც, ძირითადად, აქ არსებული გარეული მელიის ჯიშებით იყო განპირობებული. ქედის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა ჟონონის უღელტეხილი, რომელიც წარმოადგენდა ერთგვარ კარიბჭეს ცინის დინასტიის დედაქალაქ ჟონონისკენ. ქედის ძირში დაბანაკებულიყო ცინის არმიის მთავარი ძალა, რომლის რაოდენობაც 400 000 ჯარისკაცს ითვლიდა.[2]

კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გენერლის თანამდებობა ვანიან ჩენიუს ერგო, მას შემდეგ, რაც იგი დუძი სიჩონმა დატოვა. მან საკუთარ ჯარისკაცებს მოუწოდა, დაეტოვებინათ ქალაქები 一 ჰენჯოუ, ჩანჯოუ და ფუჟოუ 一 და მთელი კონცენტრაცია იეჰულინის მიდამოებისკენ მიემართათ. მას სურდა, იეჰულინში არსებული მთიანი რელიეფი ძალად გამოეყენა, ვინაიდან ეგონა, რომ ამით მეტოქე დაბრკოლდებოდა.

მართლაც, მთიანი რელიეფი ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენდა მონღოლური კავალერიისთვის. თუმცა, ის არანაკლებ საფრთხეს უქმნიდა თავად ცინის არმიას. მათი ჯარები მიმოფანტულნი იყვნენ მთებსა და ხეობებში, რითაც რთული ხდებოდა ჯარისკაცთა კოორდინაცია და ჯარის მობილიზება. სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა საბედისწერო ცინის არმიისთვის, რადგან მონღოლებმა მტრის მიმოფანტულობით ისარგებლეს და კონტრშეტევაშე გადასვლით მარტივად მოუღეს ბოლო მათ.

როდესაც ჩინელები ატყობდნენ, რომ მტრის წინააღმდგეგ ვერას გახდებოდნენ, ცინის სასამართლომ ჩინგიზ ყაენთან გააგზავნა კადინური წარმოშობის ჩინოვნიკი, სახელად შიმო მინგანი, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარი დაწყოთ. თუმცა, ჩინგიზ ყაენმა შეძლო შიმო მინგანის დამორჩილება და ნმისი საკუთარ მხარეს გადაბირება. მეტიც, ამის შემდეგ ჩინელი ჩინოვნიკი მონღოლებს ცინის სამხედროს შესახებ ყველანაირ ინფორმაციას აწვდიდა.

ჩინგიზ ხანმა მონღოლთა სათავეში მუხალი დანიშნა, რომელიც მტერზე კავალერისტთა არმიით შეტევას გეგმავდა. გენერალი წასვლის წინ ყაენს ჰპირდებოდა, რომ ის ცოცხალი არ დაბრუნდებოდა, სანამ ჩინელებს არ დააჩოქებდა. მონღოლთა არმიამ შემართებულად დატოვა სამშობლო და მთებისკენ საბრძოლველად გაემართნენ. მონღოლებმა ვერ შეძლეს თავიანთი უმაღლესი კავალერიის სრული უპირატესობით განლაგება, ამიტომ მათ ქვეითად ბრძოლა განაგრძეს. გაშმაგებულმა მონღოლებმა შეძლეს მტრის დამარცხება, რის შემდეგაც ჩენიუს მთავარი ბანაკისკენაც გაემართნენ. ცუდი კომუნიკაციიისა და ხმის ვერმიწვდენის გამო, ჩინელებმა ვერ შეძლეს შემაგრება და ჯარის პოზიციების განმტკიცება.

საბოლოოდ, დეზორგანიზებულ ცინის არმიაში რღვევა დაიწყო და მეომრებმა ბრძოლის ველის მიტოვება დაიწყეს. ცინის არმიის მეთაური, ვანიან ჩენიუ საბრძოლო მოქმედებას ემსხვერპლა. ცენტრალური ცინის არმიის დაშლის შემდეგ განადგურდა რეზერვისტთა ბრიგადაც 一 ცენტრალური არმიის მოშლას დიდი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა. ჩინელთა მთელი არმია განადგურდა, მათი ცხედრები კი ასი მილის მანძილზე იყო მიმობნეული. ეს ყველაფერი გაიმართა 1211 წელს.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლის შემდეგ, ცინის დინასტიის იმპერატორი მისსავე სასახლეში, ჟონდუში მოკლეს. საინტერესოა, რომ ეს თავად ერთ-ერთი ჩინელი გენერლის, ჰუშაჰუს ხელით მოხდა, რომელმაც, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, უღალატა ჩინეთს და ყაენის დაკვეთის მიხედვით მოქმედებდა. მონღოლები ოთხი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, აეღოთ დედაქალაქი და, საბოლოოდ, ოთხწლიანი ალყის შემდეგ, ჩინგიზ ყაენმა ქალაქი დაიმორჩილა. ცნობილია, რომ ამ პერიოდში ჟონდუს მშვიდობიანი მოსახლეობა იმდენად გასაჭირში იყო, რომ გადარჩენისთვის მათ კანიბალიზმს მიმართეს. საბოლოოდ, მოსახლეობა დანებდა, ხოლო მონღოლებმა ქალაქი კვლავ ჩინელთა გამგეობაში დატოვეს, თუმცა იმ პირობით, რომ ისინი ყოვლეწლიურ ხარკს გადაიხდიდნენ. ხარკის პირობები ასეთი იყო: ფულად ჯილდოსთან ერთად მათ მონღოლთათვის უნდა გადაეცათ 500 – 500 კაცი და ქალი და 3000 ცხენი. 1212 წლის ზაფხულში, ცინის დინასტიის იმპერატორმა სონძინმა მიატოვა დედაქალაქი და ბიანძინში გადასახლდა, მონღოლთაგან კიდევ უფრო სამხრეთით. მსავსი სისუსტის გამოააშკარავებამ არათუ შეაჩერა, არამედ კიდევ უფრო წაახალისა ჩრდილოელი დამპყრობლები, გაეფართოვებინათ საკუთარი მიწები, მიეერთათ ცინის დინასტიის ტერიტორიები ყველანაირი ბრძოლის გარეშე და ხელში დიდი ნადავლი ჩაეგდოთ.

ცინის დინასტიის ძალები დეტალურად დამარცხდნენ იეჰულინის კამპანიაში. [3] მონღოლებმა დაახლოებით ათი ჩინური ქალაქი დაარბიეს. მიუხედავად იმისა, რომ ცინის დინასტიამ კვლავ მოახერხა იმპერიის შენარჩუნება მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, მისი ძალა საგრძნობლად შესუსტდა. თვითგადარცენის მიზნით, ცინის ხელისუფლებამ სამხრეთში არსებული სუნის დინასტიის მიწების უკანონოდ ხელში ჩაგდება დაიწყო, რამაც ცინისა და სუნის დინასტიების მტრობა გამოიწვია. საბოლოოდ, სუნის დინასტია მონღოლეთთან ერთად კოლაბორირდება და ილაშქრებს ცინის იმპერიის წინააღმდეგ, რითაც ეს უკანასკნელი 1234 წელს სრულიად ნადგურდება. [5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «История Востока» (в 6 т.). Т.II «Восток в средние века», — Москва, издательская фирма «Восточная литература» РАН, 2002. ISBN 5-02-017711-3
  • Р. П. Храпачевский «Военная держава Чингисхана», — Москва: «Издательство АСТ», 2005. ISBN 5-17-027916-7
  • Е. И. Кычанов «Властители Азии», — Москва: «Восточная литература», 2004. ISBN 5-02-018328-8

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mongol Warrior 1200–1350 Publisher: Osprey Publishing
  2. 2.0 2.1 Jin, Jianfang (2010). „VII - The Principle of Transformation“, The General Theory of Eco-Social Science: The Theory and Road Map for Comprehensive Reform. AuthorHouse, გვ. 154. ISBN 978-1-49694-763-5. 
  3. 3.0 3.1 3.2 Sverdrup, Carl (2010). „Numbers in Mongol Warfare“. Journal of Medieval Military History. Boydell Press. 8: 116. ISBN 978-1-84383-596-7.
  4. Shi, Li (28 February 2019) The Military History of the Yuan Dynasty. DeepLogic. ციტირების თარიღი: 16 June 2020. 
  5. Beck, Sanderson. China 7 BC To 1279. China, Korea & Japan to 1800. ციტირების თარიღი: 30 March 2013.