აბეშე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აბეშე
ფრანგ. Abéché
არაბ. أبشي

აბეშეს მთავარი ქუჩა
ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
რეგიონი უადაი
კოორდინატები 13°49′59″ ჩ. გ. 20°50′05″ ა. გ. / 13.83306° ჩ. გ. 20.83472° ა. გ. / 13.83306; 20.83472
დაარსდა 1850
ცენტრის სიმაღლე 542
მოსახლეობა 97 963 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+1
აბეშე — ჩადი
აბეშე

აბეშე (ფრანგ. Abéché, არაბ. أبشي, ძველად — აბეშირი) — ქალაქი ჩადის აღმოსავლეთში. უადაის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მესამე ქალაქი, რომელიც მდებარეობს ნახევრადუდაბნოში მარაონეს მასივის სამხრეთ-დასავლეთ შემოგარენში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველად აბეშირი იყო სუდანში მდებარე უადაის სასულთნოს დედაქალაქი, მდებარეობდა საქარავანო გზაზე ხართუმიდან კორდოფანის და დარფურის რეგიონების გავლით, ჩადის ტბის რეგიონისკენ. XVII საუკუნიდან დაწყებული 1911 წელს აქ ფრანგების გამოჩენამდე იყო მონათვაჭრობის ცენტრი საჰელში.

დაარსდა 1850 წელს, 100 კმ-ით სამხრეთით ძველ დედაქალაქ უარადან. პირველი ევროპელი, რომელმაც მოინახულა აბეშირი, იყო ფოგელი, რომელიც აქ მოკლეს 1856 წელს. იმ დროში ეს იყო უდიდესი ქალაქი თანამედროვე ჩადის ტერიტორიაზე, მოსახლეობით დაახლოებით 28 000 ადამიანი, მაგრამ 1919 წელს ეპიდემიის გამო მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 6000 ადამიანამდე.

2006 წლის 25 ნოემბერს დაიპყრეს და გაძარცვეს მაშინდელი ჩადის პრეზიდენტის იდრის დების მოწინააღმდეგე დემოკრატიული ძალების კავშირის ამბოხებულებმა. მეორე დღეს ამბოხებულები ქალაქიდან გარეკა სამთავრობო ჯარებმა.

2007 წლის 25 ოქტომბერს აბეშეში დააკავეს ევროპელთა ჯგუფი — «ზოეს კიდობანის» საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლები, ჟურნალისტები და ჩარტერული თვითმფრინავის ეკიპაჟი — რომლებსაც ბრალი ედებოდათ ქვეყნიდან ბავშვების არაკანონიერ გაყვანაში.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლია აღწერის მონაცემებით შეადგენს 97 963 ადამიანს[1].

მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა:

წელი მოსახლეობა[2]
1988 40 000
1993 54 628
2008 78 191

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის აბეშე — საქონლის ხორცით, ფინიკის პალმის ნაყოფით, მარილით, ინდიგოთი და ადგილობრივი მქსოველების პროდუქციით ვაჭრობის მთავარი ცენტრია. ქალაქთან მიბმული რაიონი მსხვილი რქოსანი საქონლის გამრავლების მთავარი ცენტრია. ადგილი აქვს ქვეშაგების წარმოებას აქლემის ბეწვისგან[3].

მოქმედებს აეროპორტი, ქალაქთან ახლოს განლაგებულია ჩადის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა. 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა ადამ ბარკის სახელობის უნივერსიტეტი. ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია — ბაზარი, ორი მეჩეთი, ეკლესია, დამოუკიდებლობის ცენტრალური მოედანი, სულთანის სასახლე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-02.
  2. World Gazetteer: Chad
  3. Hoiberg, Dale H., ed. (2010). „Abéché“. Encyclopedia Britannica. I: A-ak Bayes (15th ed.). Chicago, IL: Encyclopedia Britannica Inc. p. 24. ISBN 978-1-59339-837-8.