იბნ ალ-ხატაბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემირ იბნ ალ-ხატაბი (არაბ. ابن الخطاب‎‎) (დ. დაახ. 1969, სავარ. საუდის არაბეთი - გ. მარტი, 2002) — ჩეჩნეთის საველე მეთაური, მოჯახედი, ისლამისტი, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების წიანმძღოლი და დამფინანსებელი.

ხატაბის ზუსტი წარმოშობა უცნობია, ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით დაიბადა საუდის არაბეთში, რუსული წყაროებით წარმოშობით ამანიდანაა, იორდანია. 1988 წელს მონაწილეობდა ავღანეთისა და ტაჯიკეთის სამხერდო კონფლიქტებში, 1995 წლიდან — ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. ხატაბის ყველაზე გახმაურებული ტერორისტული ოპერაცია (რუსულ წყაროზე დაყრდნობით) იყო 1996 წლის 16 აპრილს რუსეთის არმიის 245-ე მოტომსროლელლი პოლკის განადგურება სოფ. იარისმარდისთან; მოკლულ იქნა 95 რუსეთის სამხედრო მოსამსახურე.