იატაკქვეშა იმპერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იატაკქვეშა იმპერია (ინგლ. Boardwalk Empire) — ამერიკული ტელესერიალი საკაბელო ქსელი HBO-სგან, რომელშიც აღწერილია XX საუკუნის 20-იან წლებში „მშრალი კანონის“ პერიოდში ატლანტიკ-სიტიში, ნიუ-ჯერსი, მსხვილი აზარტული თამაშების ბიზნესის ჩასახვის მოვლენები. მთავარ როლს ასრულებს სტივ ბუშემი. სცენარისტი და პროდიუსერია ტერენს უინტერი, „ემის“ მფლობელი სცენარისთვის ტელესერიალისთვის „სოპრანოს კლანი“.[1] პირველი ეპიზოდის რეჟისორი იყო მარტინ სკორსეზე. მისი გადაღება $18 მილიონი დაჯდა[2] და ყველაზე ძვირი საპილოტო ეპიზოდი გახდა სატელევიზიო ისტორიაში. პირველი სეზონის პრემიერა 2010 წლის 19 სექტემბერს შედგა.[3] 2010 წლის სექტემბერში გამოცხადდა, რომ გადაღებული იქნებოდა მეორე სეზონი, პირველი სეზონის მაყურებელთა მაღალი რეიტინგის გამო. მეორე სეზონის პრემიერა შედგა 2011 წლის 25 სექტემბერს.[4].

„იატაკქვეშა იმპერიამ“ კრიტიკოსთა ქება დაიმსახურა, განსაკუთრებით მისი ვიზუალური სტილისა და ისტორიული სიზუსტისთვის, ასევე ბუშემის წამყვანი როლისთვის.[5] ტელესერიალი წარდგენილი იყო 18 ემიზე და გაიმარჯვა 8 კატეგორიაში, მათ შორის მარტინ სკორსეზეს სარეჟისორო ნამუშევრისთვის.

2011 წლის 12 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ სერიალი მესამე სეზონით განახლდებოდა.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Boardwalk Empire: The Birth, High Times, and Corruption of Atlantic City website. წაკითხვის თარიღი: 6 თებერვალი, 2010.
  2. EMMYS: 10 Dramas Pick Best Episodes. deadline.com (6-23-2011). წაკითხვის თარიღი: 6-30-00.
  3. Sciretta, Peter. “HBO Announces Premiere Date for Boardwalk Empire“, /Film, 9 ივლისი, 2010. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან 12 ივლისი, 2010-ში. 
  4. Seidman, Robert (July 28, 2011). 'Real Time with Bill Maher' Renewed; 'Boardwalk Empire' Back Sept 25; 'Hung,' 'How to Make it in America' on October 2. TV by the Numbers. წაკითხვის თარიღი: July 28, 2011.
  5. Wiser, Paige (17 სექტემბერი, 2010). HBO hits jackpot with mob series 'Boardwalk Empire'. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან 21 სექტემბერი, 2010-ში. წაკითხვის თარიღი: 27 სექტემბერი.
  6. 'Boardwalk Empire' Renewed for Season 3. AolTV (10-12-2011). წაკითხვის თარიღი: 10-12-2011.