სოპრანოს კლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ განდოლფინი, მთავარი როლის შემსრულებელი

სოპრანოს კლანი (ინგლ. Sopranos) — ამერიკული სატელევიზიო დრამა, შექმნილი საკაბელო ტელეარხის HBO მიერ, ჩრდილოეთ ნიუ-ჯერსიში მცხოვრები იტალიურ-ამერიკული წარმოშობის გამოგონილი მაფიოზური ოჯახის შესახებ. გადაიღეს და ეთერში აჩვენეს ექვსი სეზონი, რომელთაგან ხუთი 13 ეპიზოდისგან შედგებოდა, ხოლო მეექვსე — ორნაწილიანი იყო 12 და 9 ეპიზოდით.

1999 წელს ეთერში გაშვებიდანვე სერიალი კულტურული ფენომენი გახდა და ფართო პოპულარობა ჰპოვა, როგორც მაყურებლებში, ისე კრიტიკოსთა მხრიდან, დამდგმელების მიერ მაფიის ცხოვრების აღწერაში ახალი მიდგომის გამოყენების გამო. სერიალში გააშუქეს იტალიურ-ამერიკული საზოგადოების ცხოვრების პრობლემები, ადამიანის სულზე ძალადობის ეფექტები და საზღვრები იმისა, თუ რას თვლის საზოგადოება მორალურად.

სერიალში მონაწილეობდნენ განთქმული მსახიობები: ჯეიმზ განდოლფინი, ლორეინ ბრაკო, ედი ფალკო და მაიკლ იმპერიოლი. სიუჟეტი ზოგადად ეყრდნობა იმას, თუ რა წინააღმდეგობებს ხვდება ტონი სოპრანო, დიმეოს ოჯახის ბოსი, კრიმინალურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]