იარდიმლის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
იარდიმლის რაიონი
აზერ. Yardımlı rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი Yardımlı
კოორდინატები 38°55′14″ ჩ. გ. 48°14′14″ ა. გ. / 38.92056° ჩ. გ. 48.23722° ა. გ. / 38.92056; 48.23722
მმართველი Ayaz Askerov
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 667.2 კმ²
მოსახლეობა 62 387 (2014)
სატელეფონო კოდი 994 25
საფოსტო ინდექსი AZ 6500
საავტომობილო კოდი 65
ოფიციალური საიტი http://yardimli-ih.gov.az/index.html
იარდიმლის რაიონი — აზერბაიჯანი
იარდიმლის რაიონი

იარდიმლის რაიონი (აზერ. Yardımlı) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი იარდიმლი.[1] 2017 წლის აღწერის თანახმად, მოსახლეობა 65 200 ადამიანს შეადგენდა.[2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაინონი საზღვებს ადგენს: ირანთან (სამხრეთის და დასავლეთის სახელმწიფო საზღვრის სიგრძე ტოლია 96 კმ-ის) ,ლერიქის რაიონთან ( საზღვრის სიგრძე 40 კმ-ის ტოლია), მასალის რაიონთან (საზღვრის სიგრძე 11 კმ-ის ტოლია) და ჯალილაბადის რაიონთან (საზღვრის სიგრძე 20 კმ-ის ტოლია). იარდიმლი მდებარეობს მთიანეთში, აზერბაიჯანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.[3] მდინარე ვილეში ყველაზე გრძელი მდინარეა რაიონში. მისი სიგრძე უდრის 11 კილომეტრს. რაიონი მოიცავს 66 720 ჰექტარ ტერიტორიას. აქედან ტყე იკავებს20 536 ჰექტარ ფართობს. იარდიმლის სახმელეთო ზონები ძირითადად შედგება ყავისფერ ნიადაგებისგან.

რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურაა +11,9 გრადუსი ცელსიუსია, საშუალო ნალექი 586 მმ-ს შეადგენს, ქარი საშუალო სიჩქარე წამში 1,6 მეტრია, მიწისქვეშა წყლების სიღრმე 4,5 მეტრია, ხოლო სეისმური ნიშანი 7 ქულა.[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2019 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობა 67 000 ადამიანს შეადგენდა, რაც გაიზარდა 17 000 ადამიანით (დაახლოებით 34 პროცენტით) 2000 წლიდან მოყოლებული. 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა 50 000 ადამიანს შეადგენდა. [5] მთლიანი მოსახლეობიდან 34 300 მამაკაცია, ხოლო 32 700 კი ქალი.[6] 2018 წელს მოსახლეობის 29,6 პროცენტზე მეტს (დაახლოებით 19 600 ადამიანი) შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[7] მოსახლეობის სიმჭიდროვე 2013 წლისთვის 1 კმ²-ზე 92 – მდე ადამიანს შეადგენდა.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკაში, შემოსავლის უმეტესი წილი მოდის მეცხოველეობა და მოსავლის წარმოებაზე, ვინაიდან იარდიმლის რაიონში უფრო მეტად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებია გავრცელებული. 2015 წელს რეგიონში აწარმოეს 94 583 000 მანათის ღირებუების მთლიანი პროდუქტი, რაც 8,8% -ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 10,3-ჯერ მეტი 2003 წელთან შედარებით. ერთ სულ მოსახლეზე წარმოება 2003 წელთან შედარებით გაიზარდა 3,64-ჯერ, წინა წელთან შედარებით 7% -ით და შეადგენდა 1471 მანათს.[8]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იარდიმლის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებითა და ტყით არის დაფარული:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Territorial And Administrative Units: Yardymli District. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2019-10-20.
  2. Статистика по Ярдымлинскому району. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-03. ციტირების თარიღი: 2014-02-27.
  3. Baku, Yardymli District, Azerbaijan. ციტირების თარიღი: 2018-10-18
  4. Climate Yardımlı en-GB. ციტირების თარიღი: 2018-10-18
  5. Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  6. Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  7. Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  8. Economy of District.