იაპონიის ფონდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაპონიის კულტურის ინსტიტუტის (Japanisches Kulturinstitut) შენობა ქ. კელნში, გერმანია

იაპონიის ფონდი (იაპონ. 国際交流基金 Kokusai Kōryū Kikin) არის იაპონური კულტურის ინსტიტუტი, რომლის მიზანია იაპონური ენის, ხელოვნების და საერთოდ კულტურის პოპულარიზება და გავრცელება. იაპონიის ფონდი არის ისეთი საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანალოგი როგორიციაა ბრიტანული სკოლა, გოეთეს ინსტიტუტი, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი დ ა.შ..

ინსტიტუტი დაარსდა 1972 წელს, ხოლო 2003 წლის 1 ოქტომბერს კი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუქვემდებარდა იგი და ამით იაპონიის საგარეო კულტურულ პოლიტიკას დაუკავშირდა. იაპონური კულტურის გავრცელების მიზნით ამ ინტიტუტის ხელშეწყობით სხვადასხვა ქვეყნებში იხსნება იაპონური ენისა და კულტურის გამავრცელებელი ახალი კულტურული ცენტრები, ტარდება ღონისძიებები, ეწყობა იაპონური ენის შემსწავლელი კურსები, მიმდინარეობს სტუდენტთა გაცვლა. იაპონიის ფონდი ატარებს JLPT-ს სახელით ცნობილ და საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გამოცდას.

იაპონიის ფონდს 21 ფილიალი აქვს გახსნილი მსოფლიოს 19 სახელმწიფოში. მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტოკიოში. ქალაქ კიოტოშიც ფუნქციონირებს ინსტიტუტის ბიურო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: