იაპონოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იაპონოლოგია ან იაპონისტიკა — აკადემიური დისციპლინა და სპეციალობა, რომელიც იაპონური ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლითაა დაკავებული.

მიზანი სხვადასხვა თეორიულად და მეთოდოლოგიურად შემუშავებული იაპონოლოგიური დისციპლინისა, უპირველეს ყოვლისა კი ჰუმანიტარული და საზოგადოებათმცოდნეობითი კვლევის სფეროში, არის იაპონური ენის, ისტორიის დიფერენცირებული და სიღრმისეული წვდომა, მთლიანად ამ ქვეყნის კულტურის უკეთ გაგება. იაპონოლოგია, ან იაპონისტიკა, როგორც დარგი ეფუძნება საუნივერსიტეტო სწავლებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, სადაც მას ჯერ კიდევ იმ ე. წ. ახალ დარგებს მიათვლიან, რომელთა დაფუძნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე გახდა აუცილებელი.

1854 წელს ქვეყნის გახსნის შემდეგ, განსაკუთრებით რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ 1904-05 წწ. იაპონია სულ უფრო და უფრო ექცეოდა ევროპის, ამერიკის და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

ტერმინ იაპონოლოგიის, ან იაპონისტიკის გაგება ყოველთვის ერთნაირად არ ხდება, რადგან მისი ძირითადი კვლევის საგანი შეიძლება იყოს ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი თანამედროვეობამდელი ან თანამედროვე კულტურა და ისტორია, პოლიტიკა, ან ეკონომიკა. ერთადერთი, რაც მათ შეიძლება აერთიანებდეს არის იაპონია. იმის გამო, რომ იაპონიას უპირატესად მისი ენობრივი ძეგლების საფუძველზე იკვლევენ, დიდ როლს თამაშობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება თანამედროვე საკომუნიკაციო ენის, ყოველდღიური მეტყველებისა, თუ მედიის ენის დაუფლება.

ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტში კლასიკურ საენათმეცნიერო განათლების მიღებასთან ერთად სწავლის მსურველთ სთავაზობენ ასევე ე.წ. აღმოსავლეთ აზიის „ლათინურს“ — კლასიკური ჩინური (სადამწერლობო) ენის შესწავლას.

იაპონიაშიც არსებობს სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც ევროპის, ან დასავლეთის შესწავლითაა დაკავებული. (იხ. რანგაკუ.)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Linhart, Sepp: Japanologie heute, Wien: Inst. für Japanologie. 1993. ISBN 3-900362-13-0
  • Makino, Yasuko; Saitō, Masaei: A student guide to Japanese sources in the humanities. Michigan: Ann Arbor, Mich. : Center for Japanese Studies, Univ. of Michigan, 1994. ISBN 0-939512-64-5
  • Kracht, Klaus, [გამომც.]: Grundriß der Japanologie. Wiesbaden : Harrassowitz, 2001. ISBN 3-447-04371-7