იაკუბი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
იაკუბი, აბუ ლ-აბას აჰმად იბნ იაკუბი (გ. დაახლ. 897) — არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი. იმოგზაურა სომხეთში, ინდოეთში, პალესტინასა და ეგვიპტეში. ცნობილია მისი ორი თხზულება: გეოგრაფიული „ქითაბ ალ-ბულდანი“ („ქვეყნების წიგნი“), რომელშიაც სხვა ქვეყნებთან ერთად აღწერილია ამიერკავკასია, ჩამოთვლილია მისი მხარეები, მითითებულია მათ შორის მანძილი; მეორეა ისტორიული „თარიხი“ („ისტორია“). მასში აღნუსხულია არაბთა ლაშქრობანი ამიერკავკასიაში და სომხეთ-საქართველოს დაპყრობა; აჯანყებები არაბთა წინააღმდეგ სომხეთში, ქართლსა და კახეთში; თბილისის ამირას განდგომა სახალიფოსაგან და ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში (853).
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 41, თბ., 1980 წელი.