იაგოდინკის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაგოდინკის სამების ეკლესია
იაგოდინკის სამების ეკლესია — რუსეთი
იაგოდინკის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა იაგოდინკა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2007-2008
დეტალები
მასალა ქვა
გარე სურათები
ეკლესია 2013 წელს
ხედი შესასვლელის მხრიდან

იაგოდინკის სამების ეკლესია (რუს. Церковь Троицы Живоначальной) — მართლმადიდებლური ტაძარი ოქტომბრის რაიონის სოფელ იაგოდინკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინისა და მილეროვის ეპარქიას. აგებულია 2007-2008 წლებში[1].

ეკლესიის მისამართი:346478, რუსეთი, როსტოვის ოლქი, ოქტომბრის რაიონი, სოფელი იაგოდინკა, სკოლის ქუჩა № 24[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხის ეკლესია ხუტორ იაგოდინკის ტერიტორიაზე ააგეს ჯერ კიდევ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც აქ გადმოიტანეს ძველი ხის ეკლესია სტანიცა ბესერგენევსკაიიდან. აღნიშნული ეკლესია მოქმედებდა 1937 წლამდე. ამ წელს ეკლესია საბჭოთა რეპრესიების შედეგად დახურეს და მასში გახსნეს ხორბლის საცავი საწყობი და სარემონტო სახელოსნო. 1970-იანი წლების ბოლოს ეკლესია დაწვეს[3].

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესიის აღდგენის ინიციატორი გახდა როსტოვის ოლქის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2008-2010 წლებში დონის სოფლის მეურნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი ვაჩესლავ ვასილენკო[4], რომლის სამშობლოსაც წარმოადგენდა ოქტომბრის რაიონი[3].

ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2007 წელს, ხოლო მისი კურთხევა მოხდა მომდევნო, 2008 წელს[5] .

ეკლესიის წინამძღვარია დეკანოზი ნიკოლაი ფილიმონოვი[6].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]