თრაინ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თრაინ IIჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში თრორის ძე და თორინ მუხისფარის მამა. იგი გაიქცა მარტოსული მთიდან, როდესაც ეს ადგილი დაიპყრო დრაკონმა სმაუგმა. მრავალი მოგზაურობის შემდეგ ჯუჯებმა სცადეს მორიის სამეფოს აღდგენა, მაგრამ თრაინის მამა მოკლული იქნა გობლინ (ორკ) აზოგის მიერ. შემდგომში თრაინი მონაწილეობდა დიდ შურისძიებაში და მორია ორკებისგან გაათავისუფლა. ამ ბრძოლაში დაინ II მოკლა აზოგი.

მოგვიანებით თრაინი მეფე გახდა. 2841 წელს იგი მარტოსული მთისაკენ გაემგზავრა, მაგრამ გზად დატყვევებული იქნა საურონის (ნეკრომანტის) მოახლეთა მიერ - იმ მიზეზით რომ მას ჰქონდა უკანასკნელი ჯუჯების შვიდი ბეჭდიდან. 2845 წელს მას ეს ბეჭედი დოლ გულდურში წაართვეს.

2850 წელს თრაინი გარდაიცვალა, თუმცა მანამდე იგი დოლ გულდურში განდალფმა მოინახულა. მას ჯუჯამ გადასცა თრორის რუკა და მარტოსული მთის გასაღები. ამით შემდგომში სხვა ჯუჯებმა და ბილბო ბეგინსმა შეაღწიეს სმაუგის გამოქვაბულში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თრაინი (Þráinn) არის პოემა „ვოლუსპას“ პერსონაჟი. სიტყვა ნიშნავს „ჯიუტს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]