თორმეტი ტაბულა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაბულის რეკონსტრუქცია

თორმეტი ტაბულის კანონები (Lex Duodecim Tabularum) წარმოადგენს რომაული სამართალის საფუძველს.

ტიტუს ლივიუსის ცნობებზე დაყრდნობით, თორმეტ ტაბულამდე კანონებს ინახავდნენ პონტიფიკუსები, მათი გაცნობა მხოლოდ პატრიციუსებს შეეძლოთ და იგი არ იყო უბრალო ხალხისთვის ცნობილი. ძვ. წ. V საუკუნის პირველ ნახევარში სახალხო ტრიბუნებმა წამოაყენეს მოთხოვნა, რომ შექმნილიყო ყველასთვის მისაღები და საჯაროდ ცნობილი კანონთა კრებული. ამ მოთხოვნით ყველაზე აქტიურად ძვ. წ. 462 წელს ტერენტილიუსი გამოდიოდა.

პატრიციუსები თავიდან შეეწინააღმდეგნენ ამ ინიციატივას, მაგრამ ძვ. წ. 455 წელს სენატმა გაგზავნა ელჩობა ათენში სოლონის კანონების შესასწავლად.

ძვ. წ. 451 წელს მოხდა კონსულების ნაცვლად ათკაციანი საკანონმდებლო კოლეგიის არჩევა, რომელსაც დეცემვირატი ეწოდა. სულ ორჯერ იყვნენ დეცემვირები არჩეულნი, თავისი მოღვაწეობის პერიოდში მათ შექმნეს თორმეტი ტაბულის კანონები. ეს ტაბულები სახალხო კრებაზე იქნა განხილული და საყოველთაო კენჭისყრით მიღებული.

მიღებული კანონები ამოკვეთეს დაფებზე და ფორუმზე თვალსაჩინო ადგილზე დადეს. სამწუხაროდ ორიგინალმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, იგი განადგურდა როდესაც რომი გალებმა აიღეს ძვ. წ. 390 წელს. დღემდე მოაღწია ამ კანონების ციტატებმა სხვადასხვა ავტორებთან. ციცერონი მიიჩნევდა რომ მიუხედავად მრავალი ცვლილებისა და ახალი კანონებისა, თორმეტი ტაბულის კანონი წარმოადგენს რომაული სამართლის საფუძველს.

ტაბულების შინაარსი[რედაქტირება]

  • პირველი ორი ტაბულა მოიცავს სამოქალაქო სამართლის ნორმებს.
  • მესამე ეხება ვალებს.
  • მეოთხე - ოჯახური ურთიერთობები
  • მეხუთე - მემკვიდრეობა
  • მეექვსე და მეშვიდე - ქონება
  • მერვე - მოქალაქეთა უფლებების დარღვევა
  • მეცხრე - კონსტიტუციური პრინციპები
  • მეათე - დასაფლავების წესები
  • მეთერთმეტე - ქორწინება
  • მეთორმეტე - კრიმინალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]