თოლენჯის ლომისის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოლენჯის ლომისის ნიშიარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თოლენჯის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. შენობა გეგმით ოთხკუთხაა (6,2x5,4 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით (ტლანქად). ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ კედელი და აღმოსავლეთ კედლის ნახევარი; შემორჩენილია დასავლეთ და ჩრდილო კედლები (სიმაღლე 4,6 მეტრი), რომლებსაც სართულშუა კამაროვანი გადახურვის კვალი შემორჩა. დასავლეთ კედლის შუა ნაწილში ფართო თაღოვანი შესასვლელია (მოგვიანებით ამოუშენებიათ). შესასვლელის თაღი სუფთად გათლილი შირიმის ქვითაა ნაგები, ხოლო წირთხლები - ნატეხი ქვით. ნაგებობის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეები ნახევარწრიული მოხაზულობის თითო კონტრფორსითაა გამაგრებული. შენობას წრიული მოხაზულობის გალავანი ჰქონია შემორტყმული (შემორჩენილია ფრაგმენტულად). ეზოში ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობის ნაშთია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]