თიანეთის მეოთხე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თიანეთის მეოთხე ეკლესია— არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთის ბაღიანების უბნის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე. განუკთვნება შუა საუკუნეებს. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ ნახევარი (დაახლოებით 2,8 მეტრის სიმაღლეზე) ორსაფეხურიან მხართან ერთად და დასავლეთ კედლის ნაწილი (სიმაღლე 0,3 მეტრი) სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები ისეა დანგრეული, რომ მათი კვალიც კი აღარ ჩანს.

ეკლესია დარბაზულია (7,6 x 4,2 მეტრი), შემოსასვლელი დასავლეთიდან ჰქონია (შემორჩენილია ორივე წირთხლის მცირე ნაწილი). კედლები ნაგებია თითქმის თანაბარი ზომის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. აფსიდს შემორჩა ერთი სწორკუთხა ნიში. ეკლესიის ირგვლივ ნასახლარების კვალია, ხოლო დასავლეთით — სამი მიწისქვეშა აკლდამა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]