თემისკირის დაბლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემისკირის დაბლობი, ჩარშამბის დაბლობი ან იეშილ-ირმაქის დელტადაბლობი თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე. მას ძირითადად ქმნის თურქეთის რიგით მეორე ყველაზე გრძელი მდინარის, იეშილ-ირმაქის დელტა, თუმცა აღმოსავლეთ ნაწილში ის აგრეთვე იკვეთება ბევრად მცირე მდინარე თერმეს (ანტიკური ხანის თერმოდონი) მიერ. თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე დიდი დელტაა. ადმინისტრაციული დაყოფით შედის სამსუნის პროვინციის თექქექიოის, ჩარშამბის, თერმეს და სალიფაზარის რაიონებში.[1] ქალაქი თექქექიოი მის დასავლეთ კიდეზე მდებარეობს, ქალაქი ჩარშამბა შუაში და მას იეშილ-ირმაქი ჰკვეთს, ქალაქი თერმე (ანტიკური ხანის თემისკირა[2]) კი აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც აგრეთვე თერმეს დაბლობის (tr) სახელითაა ცნობილი. თემისკირის დაბლობი ინტენსიური მორწყვისა და კულტივაციის ქვეშაა. ანტიკურ წყაროში ის აღწერილია როგორც

მდიდარი და მშვენიერი მარადმწვანე მხარე, რომელიც საქონლისა და ცხენების ურიცხვ ჯოგებს საკვებით უზრუნველჰყოფდა. აწარმოებდა ურიცხვ მარცვლეულს, განსაკუთრებით ფეტვს. მისი მთების მახლობელი სამხრეთი ნაწილი მორთული იყო მრავალი სახის ხეხილით, ყურძნით, ვაშლით, მსხლით, კაკლით, ისეთი დიდი რაოდენობით, რომ ნაყოფი ხეზე ფუჭდებოდა. მითოლოგიის მიხედვით ის ამაზონების სამშობლო ქვეყანაა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Harun Reşit Bağci, "Yeşi̇lirmak Deltasi’nda (Çarşamba/Samsun) Doğal Ortam İnsan İli̇şki̇leri̇ Ve Doğal Çevre Planlamasi", doctoral thesis, Ondokuz Mayıs University (Samsun), October 2017 doi:10.13140/RG.2.2.28001.56167
  2. 2.0 2.1 Schmitz, Leonhard (1857). „Themiscyra“, რედ. Smith, William: Dictionary of Greek and Roman Geography (en-gb). London: Walton and Maberly, and John Murray, გვ. 1156, principally; see also pp. 64, 70, 119, 223, 546, 659, 946, and 1161.