თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 63-67)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩისა (ნომრები 63, 65, 67) და მისი მესამე ჩიხის კუთხეში. აგებულია XIX საუკუნის შუა ხანებში.

სახლი ორსართულიანია. ნაშენია აგური. პირველ სართულზე სავაჭრო რიგი იყო. ამ სართულის ფასადი დიდი თაღებითა დანაწევრებული. თაღები ამოშენებულია და სარკმელებია ჩსმული. ფასადის მარჯვენა ნაწილში, მძლავრი პილასტრებით გამოყოფილი, აგურით ამოყვანილი თალღია, რომელშიც ჩასხმულია ხის ორნაწილიანი ალაყაფის კარი.ალაყაფის კარით შიდა ეზოში შევდივართ, საიდანაც სახლის სხვადასხვა ნაწილებში შეიძლება მოხვედრა. მეორე სართულზე ფასადის მთელ სიგრძეზეხის შეკიდული, მრგვალსვეტებიანი, რიკულებიანი აივანია. აივანზე გამოდის კარ-სარკმელების თორმეტი ღიობი, რომელთა თაღები მათ შორის გამოყვანილ პილასტრებს ეყრდნობა. სახლს, მთავარი ფასადის გაყოლებაზე აქვს თანადროული, ერთსართულიანი მინაშენი, რომელიც ადრე საჯინებოს წარმოადგენდა. მისი ფასადი თაღით იყო გახსნილი. სახლის გვერდითა ფასადები, საკმაოდ მაღალი ფრნტონით სრულდება. შენობა გადახურულია კრამიტით. ეზოს მხარეს სახლს აქვს თანამედროვე მინაშენი.

2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტრი, არქიტექტორი, დ. გივიშვილი). მოიხსნა მოგვიანებით დამატებული ნაწილები. საჯინიბოს ფასადს დაუბრუნდა თავდაპირველი სახე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]