ბიძინა ჩოლოყაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიძინა ჩოლოყაშვილი
ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავნი - შალვა და ელიზბარი
გარდაიცვალა XVII
ხსენების დღე ახ. სტილით - 1 ოქტომბერი (18 სექტემბერი)

ბიძინა ჩოლოყაშვილისაქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 1 ოქტომბერი (18 სექტემბერი).

კახეთის 1659 წლის სახალხო აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. XVII საუკუნის 30-იან წლებში კახეთის სამეფოს სახლთუხუცესი, შემდეგ სუფრაჯი. ქართლის მეფე როსტომსა და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს შორის გამართულ ბრძოლაში ამ უკანასკნელის მხარეზე იყო. 1648 თეიმურაზის დავალებით მან ერწო დალაშქრა, რათა თიანეთი მეფისათვის დაემორჩილებინა. კახეთის აჯანყების (1659) შემდეგ შაჰმა შალვა და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ჩოლოყაშვილი ირანში გაიწვია და გამაჰმადიანება მოსთხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. მაშინ შაჰმა იგი გადასცა იმ თურქმანებს, რომელთა მეტომეებიც კახეთის აჯანყების დროს გაწყვიტეს. ჩოლოყაშვილი წამებით მოკლეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ხანთაძე ნ., ქსე, ტ. 11, გვ. 147, თბ., 1987
  • დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.