თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 53)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 53), აგებული XIX საუკუნეში.

სახლი ორსართულიანია და ქუჩის მხარეს განივი ფასადით გამოდის. ნაგებიაა აგურით. პირველი სართული სავაჭრო რიგია, რომლის ორთაღოვან ნიშაში სარკმლის ორ- ორი ღიობია დატანებული. მეორე სართულზე სახლს მხოლოდ ცალ მხარეს ჰქონდა შემორჩენილი ძველი ჭეირული აივანი რომელსაც მდიდრული, ოსტატურად დამუშავებული დეკორი აქვს. აივანზე მაღალი, შეისრული სარკმელების რიგი გამოდის. მოპირდაპირე მხარეს აივანს პირვანდელი სახე დაკარგული ჰქონდა. ამ ნაწილში შეცვლილი იყო სახლის კრამიტის გადახურვა. ეზოს მხარეს სახლს მეორე სართულზე ასასვლელი, ორი დამხმარე კიბე აქვს. გვერდით ფასადზე მეორდება შეისრული სარკმელების მოტივი. I სართულზე თაღოვანი ნიშაცაა.

2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამოიცვალა აივნები, განახლდა კედლის ნალესობა, გამოიკვეთა სავაჭრო რიგის ღიობების სისტემა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]