თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 20)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 20). აგებულია 1906 წელს, დავით სარაჯიშვილის კომპანიონის დათუნაშვილის მიერ.

სახლი ერთსართულიანია ნაგებია აგურით. მთავარ ფასადზე გამოდის ოთხი დიდი სარკმელი და სადარბაზო კარი. სადარბაზო კარი ხისაა. გადახურულია ლითონის მარკიზით.  სარკმელებს, ძირის დონეზე, გასდევს აგურით გამოყვანილი თარო.  ფასადზე, სარდაფის ნაწილი გამოყოფილია ჰორიზონტალური ზოლით. კედელი დაგვირგვინებულია მაღალი ლავგარდნით  და მართკუთხა ჩაღრმავებით დანაწევრებული პარაპეტით. ასეთივე ჩაღრმავებებია სარკმლის ქვეშაც. სადარბაზო კარი ხის ჭვირულ აივანს უკავშირდება, რომელიც სახლს გვერდითა და უკანა ფასადზე ეგასდევს. სახლს აქვს სარდაფი, რომელიც ეზოს მხრიდან, მიწის დონეზე გამოდის . ეზოს მხრიდან სახლს თანამედროვე მინაშენი აკრავს. ქუჩისპირა ფასადზე არის წარწერა თარიღით - 1906 და ინიციალებით - ი. კ. დ.

2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტექტორი დ. გივიშვილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]