თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 19)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 19). აგებულია XIX საუკუნეში.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურით. გვერდის ფასადებს პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს — ხის აივანი ჩაანაცვლა რკინის ტერასამ. კედლები გალესილია ცემენტით. 2010-2012 წლებში, თელავის რეაბილიტაციის პროცესში, სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტექტორი დავით გივიშვილი — განახლდა ხის აივანი და კედლის ნალესობა.

პირველი სართულის მთავარ ფასადზე სადარბაზოს, კვეთილი ხის კარი და ნახევარწრიულთავსართიან ნიშებში ჩასმული, ორი, სწორკუთხა სარკმელია. მეორე სართულზე ხის, შეკიდეული აივანია, გამორჩეული ჭვირული ორნამენტით. აივანზე გამომავალი სარკმლების ალათები ცრუ, „გუური“ ნახატის არის. აივნის თავზე სამკუთხა, შელესილი ფრონტონია, რომლის ცენტრში როზეტით შემკული რუნეტია ამოღებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]