თეთრქოჩორა ტურაკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრქოჩორა ტურაკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tauraco leucolophus (Heuglin, 1855)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22688369

თეთრქოჩორა ტურაკო (ლათ. Tauraco leucolophus < ბერძ. λευκός — თეთრი და λοφος — ქოჩორი, ბიბილო) — ფრინველი ტურაკოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ნიგერიაში, კამერუნში, ჩადში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სუდანში, სამხრეთ სუდანში, კენიასა და უგანდაში. ბინადრობს მდინარისპირა ტყეებში, დაბლობის ტყიან ადგილებში და სავანებში, მთის ჰაბიტატში აღწევს 2200 -ზე მაღლა.[1] შეფერილია მოლურჯო-მოშავო ფერში, კისერი, ყელი, ლოყები და ბიბილო თეთრი აქვს, შუბლი — შავი.[2] ძირითადად იკვებება კენკრითა და ხილით, აგრეთვე ყვავიებით და უხერხემლოებით (მაგ., ლოკოკინებით). გამრავლების სეზონი სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია, მაგალითად კონგოში — აპრილში, ხოლო უგანდაში — აგვისტოში. ბუდე ლამბაქის ფორმისაა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BirdLife International. Tauraco leucolophus. IUCN-ის საფრთხეში მყოფი სახეობების წითელი ნუსხა. ვერსია 2013.2. International Union for Conservation of Nature (2012). ციტირების თარიღი: 26 November 2013
  2. 2.0 2.1 Turner, D.A.; Boesman, P.. (2018)White-crested Turaco (Tauraco leucolophus). Handbook of the Birds of the World Alive. Lynx Edicions, Barcelona. ციტირების თარიღი: 12 November 2018.