თბილისის წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია

წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია

თბილისის წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია — თბილისი
თბილისის წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′02″ ჩ. გ. 44°47′20″ ა. გ. / 41.700694° ჩ. გ. 44.789056° ა. გ. / 41.700694; 44.789056
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი მთაწმინდის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1911-1913

თბილისის წმინდა მიხეილ ტვერელის ეკლესია — ყოფილი რუსული, ამჟამად ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში (მთაწმინდის რაიონი). მდებარეობს ვერეზე, სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩაზე, „პურის გორაკზე" (წარსულში „ფერხულის გორას“ უწოდებდნენ).

ეკლესია აგებულია 1911-1913 წლებში არქიტექტორ იოჰან დიცმანის პროექტით ე. წ. რუსული სტილით. ეკლესია აკურთხეს XIII-XIV საუკუნეების რუსი მთავრის მიხეილ ტვერელის სახელზე. მშენებლობას ფულადი დახმარება აღმოუჩინეს მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის მეუღლემ გრაფინია ელისაბედმა და დიდმა მთავარმა მიხეილ ალექსანდრეს ძემ. ეკლესიასთან მისასვლელი გზა, რომელიც ახლანდელი კონსტანტინე მაყაშვილის ქუჩის ბოლოდან იწყბოდა, მესანგრეთა ძალებით გაიყვანეს; მას „ელისაბედის პროსპექტი“ უწოდეს (თბილისის 1913 წლის გეგმა). 1990-იან წლებამდე მღვდელთმსახურება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 4192