თბილისის სემინარია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის სემინარია, საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სასწავლებელი. დაარსდა 1755 იანვარში თბილისში (ანჩისხატის ტაძრის ეზოში).

თბილისის სემინარია სახელმწიფო ხარჯზე იყო. მის პირველ რექტორად დაინიშნა იმ დროისათვის განათლებული ფილოსოფოსი ფილიპე ყაითმაზაშვილი. ისწავლებოდა გრამატიკა, პიიტიკა, რიტორიკა, ლოგიკა, მეტაფიზიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია. სემინარიის მასწავლებელთა შორის იყო ანტონ კათალიკოსი, რომლის ორიგინალური თუ ნათარგმნი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ კიდეც. თბილისის სემინარია არსებობდა 1795 წლის სექტემბრამდე - აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამდე.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 614, თბ., 1979
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები