თბილისის კურორტების ჯგუფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის კურორტების ჯგუფითბილისის მიდამოებში არსებული კლიმატური კურორტების ჯგუფი. კურორტები განლაგებულია მთის ფერდობებზე, დაბალი მთის ზონაში მდებარეობენ წყნეთი და კარსანი, საშუალო მთის ზონაში კოჯორი, მანგლისი და კიკეთი.

თბილისის კურორტები ძირითადად ფოთლოვანი ტყითაა დაფარული. ჰავა ზომიერად რბილია. ზამთარი თოვლიანია, ზომიერად რბილი, ზაფხული კი – ზომიერად თბილი. ჰაერთის ტემპერატურა თბილისთან შედარებით დაბალია, რასაც ზაფხულში კლომატოთერაპიული და კლიმატოპროფილაქტიკური მნიშვნელობა აქვს.

სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა სპეციფიკური და არასპეციფიკური დაავადებანი, სისხლნაკლებობა, ძვალსახსართა და ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი. სეზონი ძირითადად მაისიდან ოქტომბრამდეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]