თარგი:დღის სტატია:12-7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიუმრის მაცხოვრის ტაძარი მიწისძვრის შემდეგ
გიუმრის მაცხოვრის ტაძარი მიწისძვრის შემდეგ

სპიტაკის მიწისძვრა (სომხ. Սպիտակի երկրաշարժ) — 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც მოხდა 1988 წლის 7 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე, სომხეთის სპიტაკის რეგიონში (იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის ნაწილი).

ადგილობრივი ინფრასტრუქტურა (განსაკუთრებით სკოლები და საავადმყოფოები) მიწისძვრისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა, რის გამოც სულ მცირე 25.000 ადამიანი დაიღუპა. შენობათა უმრავლესობა დაბალი სეისმომედეგობის იყო. თვითმხილველთა ვარაუდით, მიწისძვრა 10 წუთით გვიან რომ მომხადრიყო, ბავშვები სტრუქტურულად არასაიმედო სკოლებიდან გამოსული იქნებოდნენ და დაღუპვას გადაურჩებოდნენ.