თარგი:დღის მოვლენები:11-8

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილჰელმ რენტგენი
ვილჰელმ რენტგენი
  • 1519 : ერნან კორტესი ტენოჩტიტლანში შედის; აცტეკთა მმართველი მონტესუმა II მას დიდი პომპეზურობით ხვდება, როგორც ზეციდან დაბრუნებულ ღმერთს.
  • 1793 : პარიზში საფრანგეთის რევოლუციური მთავრობა ლუვრს საზოგადოებისთვის ღია მუზეუმად აცხადებს.
  • 1895 : ვილჰელმ რენტგენმა (სურათზე) ელექტრობაზე ექსპერიმენტებისას შემთხვევით აღმოაჩინა იქს-სხივები (რენტგენის სხივები).
  • 1923 : ლუდის პუტჩიმიუნხენში ნაცისტებმა მთავრობის გადატრიალება სცადეს ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით.
  • 1933 : დიდი დეპრესია — პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი აცხადებს ახალ გარიგებას, რომლის მიზანი მილიონობით უმუშევრის დასაქმებაა.
  • 1937 : ნაცისტების გამოფენა „მარადი ებრაელი“ (Der ewige Jude) გაიხსნა მიუნხენში.
  • 1960 : ჯონ ფ. კენედი ამარცხებს რიჩარდ ნიქსონს და ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ხდება ამერიკის ისტორიაში.