თამაზ იმნაიშვილი
პირადი ინფორმაცია | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | თამაზ ზურაბის ძე იმნაიშვილი | ||
ეროვნება | ქართველი | ||
დაბ. თარიღი | 28 ივლისი, 1954 | ||
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
წონა | 105 კგ | ||
სპორტი | |||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | ||
სპორტი | სპორტული სროლა | ||
სახეობა |
სასტენდო სროლა ტყვიის სროლა | ||
კლუბი | „ლოკომოტივი“ თბილისი | ||
მწვრთნელი | მიხეილ კუროჩკინი | ||
ჯილდოები |
|
თამაზ იმნაიშვილი (დ. 28 ივლისი, 1954, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.[1] საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994–2004). საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 1992 წლიდან. ღირსების ორდენის კავალერი.[2][3]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ევროპის შვიდგზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1977, 1978, 1980, 1981, 1984, 1985, 1987). ევროპის თასის მფლობელი პირად პირველობაში (1987). სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1975). სსრკ მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობაში. მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი (1996, 125 ქ 125-იდან). გივი შენგელიასთან და დავით ქვათაძესთან ერთად მსოფლიო თასის გათამაშეების (1995) მე-3 პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში.
ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილე: XXII და XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1980, მოსკოვი და 1996, ატლანტა) აჩვენა IX შედეგი, XXIV ოლიმპიური თამაშების (1988, სეული) წინასწარ შეჯიბრებაში მოაგროვა 146 ქულა (150-იდან) და სსრკ ნაკრების კიდევ სამ წევრთან ერთად 24 ფინალისტს შორის მოხვდა. ტურნირის ორგანიზატორებმა სსრკ ნაკრების ხელმძღვანელობას ოთხიდან ერთი ფინალისტის მოხსნა დაავალეს, მწვრთნელებმა კი არჩევანი ქართველ სპორტსმენზე შეაჩერეს და იგი ფინალს მიღმა დატოვეს; გამოქვეყნებული აქვს ხუთი სტატია; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ბიოლოგიაში 1988 წელს; მისი ბიოგრაფია შეტანილია ატლანტის ოლიმპიადისადმი მიძღვნილ ცნობარში.
ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1977 | ევროპის ჩემპიონატი | დორჩესტერი, დიდი ბრიტანეთი | |
1978 | ევროპის ჩემპიონატი | ზული, გდრ | |
1979 | მსოფლიო ჩემპიონატი | მონტეკატინი, იტალია | |
1980 | ევროპის ჩემპიონატი | სარაგოსა, ესპანეთი | |
1981 | ევროპის ჩემპიონატი | მოსკოვი, სსრკ | |
1981 | მსოფლიო ჩემპიონატი | ტუკუმანი, არგენტინა | |
1982 | ევროპის ჩემპიონატი | მონტეკატინი, იტალია | |
1984 | ევროპის ჩემპიონატი | სარაგოსა, ესპანეთი | |
1984 | ევროპის ჩემპიონატი | სარაგოსა, ესპანეთი | |
1985 | ევროპის ჩემპიონატი | ანტიბი, საფრანგეთი | |
1985 | ევროპის ჩემპიონატი | ანტიბი, საფრანგეთი | |
1987 | ევროპის ჩემპიონატი (გაერთიანებული) | ლახტი, ფინეთი | |
1990 | მსოფლიო ჩემპიონატი (გაერთიანებული) | მოსკოვი, სსრკ | |
1993 | მსოფლიო ჩემპიონატი | ტუკუმანი, არგენტინა | |
1995 | მსოფლიო ჩემპიონატი | ნიქოზია, კვიპროსი |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 94, თბ., 1996–97.
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 165. 371 გვ.
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რესპუბლიკაში საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1981, № 250 (7061), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- თამაზ იმნაიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ იმნაიშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ იმნაიშვილი — ქართული სპორტი
- თამაზ იმნაიშვილი — მემატიანე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ თავაძე, ირაკლი (24 ივნისი, 2019). „ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი ქართველი მსაჯი თამაზ იმნაიშვილი იქნება“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ თავაძე, ირაკლი (28 ივლისი, 2013). „„ლელოს“ სტუმარი თამაზ იმნაიშვილი — მესტენდურის ვნებანი“. sportall.ge. „ლელო“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-05. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ მსოფლიოს ჩემპიონი და რეკორდსმენი სასტენდო სროლის ქართველი ლეგენდა — თამაზ იმნაიშვილი. YouTube. Georgian Public Broadcaster (27 ნოემბერი, 2021). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022