ჯალალ თალაბანი
ჯალალ თალაბანი | |
ერაყის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 აპრილი, 2005 – 24 ივლისი, 2014 | |
წინამორბედი | სადამ ჰუსეინი |
მემკვიდრე | ფუად მასუმი |
დაბადებული | 12 ნოემბერი, 1933 სულეიმანია, ერაყი |
გარდაცვლილი | 3 ოქტომბერი, 2017 ბერლინი, გერმანია |
პოლიტიკური პარტია | ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანება |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
ჯალალ თალაბანი (ქურთ. ﺟﻪﻻﻝ ﺗﺎﻟﻪﺑﺎﻧﻰ; Celal Talebanî; არაბ. جلال طالباني [jalâl tâlabânî]; დ. 12 ნოემბერი, 1933, ქისანჟარი, ერაყი — გ. 3 ოქტომბერი, 2017, ბერლინი, გერმანია) — ქურთი წარმომავლობის ერაყელი პოლიტიკოსი, ერაყის პრეზიდენტი 2005 წლის 6 აპრილიდან. ხელმეორედ აირჩიეს 2006 წლის 22 აპრილს ერაყის ეროვნული ასამბლეის სხდომაზე. პრეზიდენტად აირჩიეს ასევე 2010 წლის 11 ნოემბერს. თალაბანი არის ერაყის ერთ-ერთი მთავარი ქურთული პოლიტიკური პარტიის - ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანების (PUK) დამფუძნებელი და გენერალური მდივანი. იგი ასევე იყო ერაყის დროებითი მმართველი საბჭოს წამყვანი წევრი, რომელიც დაფუძნდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ 2003 წელს ერაყში აშშ-ის შეჭრის შედეგად.
2012 წლის 18 დეკემბერს ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი ინსულტით მოათავსეს საავადმყოფოში[1]. ამავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოშიარ ზაბარიმ აღნიშნული ინფორმაცია უარყო[2].
გარდაიცვალა 2017 წლის 3 ოქტომბერს, ბერლინში, გერმანია[3][4].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kurdistan Regional Government დაარქივებული 2016-05-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ერაყის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოათავსეს
- ↑ Iraq’s foreign minister says President Talabani not dead
- ↑ George, Susannah (3 October 2017). „Kurdish officials: Iraqi ex-President Jalal Talabani dies“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 3 October 2017.
- ↑ https://mobile.nytimes.com/2017/10/03/world/middleeast/jalal-talabani-kurdish-dead.html