ზღვის წყალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზღვის წყალი მალაკის სრუტეში

ზღვის წყალიდედამიწის ზედაპირზე ზღვებსა და ოკეანეებში დაგროვილი წყალი. მსოფლიო ოკეანის წყლის საერთო მოცულობა 1370 მლნ. კმ3 შეადგენს. ზღვის წყალში გახსნილის მინერალური მარილები, აირები (უმთავრესად ჟანგბადი, აზოტიმ ნახშირორჟანგი, ზოგიერთ რაიონში გოგირდწყალბადი), უმნიშვნელო რაოდენობით ორგანული ნივთიერება (1-5 მგ/ლ) და აგრეთვე ატივნარებული გაუხსნელი ორგანული და მინერალური ნაერთები.

ზღვის წყალს ახასიათებს შემდეგი ქიმიური და ფიზიკური თვისებები: მარილიანობა, რომელიც გამოისახება პრომილეთი (%0) და უჩვენებს 1 კგ ზღვის წყალში გახსნილ მყარ ნივთიერებათა რაოდენობას გრამებით. ოკეანეში ზღვის წყლის საშუალო მარილიანობა 35%0-მდეა; სიმკვრივე, რომელიც დამოკიდებულია ზღვის წყლის მარილიანობაზე, ტემპერატურასა და წნევაზე; კუმშვადობა, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ წნევის გაზრდა 1000 დეციბარით, რაც სიღრმის დაახლოებით 1 კმ-ით გადიდებას შეესაბამება, იწვევს სიმკვრივის მომატებას მხოლოდ 0,004-ით; ბგერის სიჩქარე, რომელიც მეტია, ვიდრე მტკნარ წყალში, და კიდევ მატულობს მარილიანობისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად; სინათლის შთანთქმის კოეფიციენტი, რომელიც მაქსიმალურია სპექტრის ინფრაწითელ ნაწილში. ოკეანოლოგიაში ფართოდ იყენებენ აგრეთვე ზღვის წყლის შეფარდებით ელექტროგამტარობას, კუთრ სითბო-ტევადობას და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]